ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტების 1 თვითმფრინავი, 8 ტანკი, 11 ჯავშანტექნიკა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 ფრთიანი რაკეტა და ნაღმტყორცნები გაანადგურეს.
ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
“დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში გაერთიანებულმა ძალებმა მოიგერიეს მტრის 7 თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაანადგურეს 8 ტანკი, 8 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 მანქანა და ერთი ნაღმმტყორცნი“, – განაცხადეს გენერალურ შტაბში.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის საჰაერო ძალების ჯგუფმა ჩამოაგდო 1 თვითმფრინავი, 12 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 2 საკრუიზო რაკეტა.
გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები აგრძელებენ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
“ომი თვის განმავლობაში, მტერმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. არსებული ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან სევასტოპოლის სამედიცინო დაწესებულებაში ყოველდღიურად 50-დან 100-მდე დაჭრილი შეჰყავთ”, – აცხადებენ გენშტაბში.