”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი და ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
მისი განცხადებით, დღეს, რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფოთის პორტი ტვირთბრუნვას ვეღარ აუდის, თუმცა ფოთის პორტი ამ მოთხოვნისთვის მზად არაა. ამ დროს კი, კიდევ უფრო იზრდება ანაკლიის პორტის მნიშვნელობა, რომელიც სრულად უპასუხებდა დღეს საჭირო ყველა მოთხოვნას და რომელიც ხელისუფლების ჩარევით არ განხორციელდა:
”ჩვენს რეგიონში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და რუსეთის სანქციების გათვალისწინებით, რომელიც არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება, ფოთის პორტი ტვირთბრუნვას ვერ აუდის და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, კიდევ უფრო გაიზრდება,მაგრამ სულ ტყუილად გვიხარია,რადგან არცერთი კუთხით ფოთის პორტი არაა მზად გაატაროს გაზრდილი მოთხოვნა.
ამ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მომენტუმის გათვალისწინებით,ანაკლიის პორტი იქნებოდა ხაბი,რომელიც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე სრულად უპასუხებდა ყველა მოთხოვნას, რაც მილიონობით დამატებითი შემოსავლები იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტისთვის.სამუშაო ადგილები და ეკონომიკური აქტივობა კიდევ ცალკე საკითხია. მხოლოდ ამ პროექტის ჩაძირვაც საკმარისია, აგოს პასუხი “ქართულმა ოცნებამ” ქართველი ხალხის წინაშე.” – წერს ასკურავა.