გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოსთვის 126 მილიონი დოლარის დახმარებაა გათვალისწინებული. ამ თანხის ძირითადი ნაწილი – 88 მილიონი დოლარი საქართველოში რეფორმების ხელშეწყობასა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის დაიხარჯება. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის კი აშშ 25 მილიონ დოლარს დახარჯავს.
2023 წლისთვის აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის ასე ნაწილდება:
• ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის დახმარება საქართველოსთვის(AEECA) – $88,025,000
• საგარეო სამხედრო დაფინანსება – $25,000,000
• გლობალური ჯანდაცვის პროგრამები USAID (GHP-USAID) – $5,000,000
• საერთაშორისო ნარკოვაჭრობის საწინააღმდეგო და სამართალდამცავი ორგანოები (INCLE) – $4,400,000
• საერთაშორისო სამხედრო განათლება და სწავლება (IMET) – $1,750,000
• ანტიტერორისტული, განაღმვითი და მასთან დაკავშირებული პროგრამები (NADR) – $1,100,000
• ანტიტერორიზმი, განაღმვითი და სხვა პროგრამები (NADR) – $1,000,000.