თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა 4 სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შეძენა ოთხ დიდ სააფთიაქო ქსელში – „ფარმადეპოში“, „ავერსში“, „PSP“-ში და „იმპექსშია” შესაძლებელი.

 

მათივე განმარტებით, ერთი მედიკამენტის – „ქსარელტოს“ შეძენა „GPC”-ის და „ფარმსახლის“ მთელ ქსელშია ხელმისაწვდომი.

„თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 50-მდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია მუდმივად იზრდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქების მისამართებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share