სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ჩოხატაურში.
ერთმანეთს სამოქალაქო აქტივისტები ჩოხატაურიდან, ასევე ოზურგეთიდან და ჩოხატაურის ,, ალტ – ინფოს” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.
როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სულ მალე ჩოხატაურში ,, ალტ – ინფოს” ოფისის გახსნა იგეგმება, რასაც ადგილობრივი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან.
პრორუსული ძალის წარმომადგენელი, სოსო თოხაძე , რომელიც აღნიშნული ოფისს უხელმძღვანელებს კი ამბობს, რომ მათ ადგილზე ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და ოფისს აუცილებლად გახსნიან.
სოსო თოხაძე ჩოხატაურელი ბიზნესმენია და როგორც ადგილობრივები ამბობენ ,, ქართული ოცნების ” შემომწირველი.
თავად ფართი კი ასევე ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილის საკუთრებაა, რომელიც 2012 წელს ,, ქართული ოცნების” დამფუძნებელია.