როდის იგეგმება ალტ-ინფოს ოფისის გახსნა ჩოხატაურში და ვინ უხელმძღვანელებს მას?

სიტყვიერი დაპირისპირება იყო დღეს ჩოხატაურში.

ერთმანეთს სამოქალაქო აქტივისტები ჩოხატაურიდან, ასევე ოზურგეთიდან და  ჩოხატაურის ,, ალტ – ინფოს” წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

როგორც ინფორმაცია ვრცელდება, სულ მალე ჩოხატაურში ,, ალტ – ინფოს” ოფისის გახსნა იგეგმება, რასაც ადგილობრივი აქტივისტები ეწინააღმდეგებიან.

პრორუსული ძალის წარმომადგენელი, სოსო თოხაძე , რომელიც აღნიშნული ოფისს უხელმძღვანელებს კი ამბობს, რომ მათ ადგილზე ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ და ოფისს აუცილებლად გახსნიან.

სოსო თოხაძე ჩოხატაურელი ბიზნესმენია და როგორც ადგილობრივები ამბობენ ,, ქართული ოცნების ” შემომწირველი.

თავად ფართი კი ასევე ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილის საკუთრებაა, რომელიც 2012 წელს ,, ქართული ოცნების” დამფუძნებელია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share