“ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე..ვაპირებ არ დავუთმო ასე ძალად შემოტენილ კანდიდატს არაფერი”-კოტე შარაშენიძე

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ტელეკომპანია “ფორმულასთან” წინასაარჩევნო პროცესის შესახებ საუბრობს. დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, ის უთანასწორო ბრძოლაშია ჩართული,რადგან ადგილი აქვს დაუსრულებელ ძალადობას,ხალხის მოსყიდვას და დაშინებას.
“თუმცა მე არ შევეგუები ამ ყველაფერს და თითოეული ხმას ბოლომდე დავიცავ”-აცხადებს კონსტანტინე შარაშენიძე.
მეორე ტური- მოლოდინები და შანსები...
-მოგების შანსი გვაქვს ძალიან დიდი, იმიტომ, რომ მე გახლავართ სახალხო კანდიდატი, დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელმაც ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვაკეთებ ხალხისთვის. მინდა, ჩემი შესაძლებლობები ისევ მაქსიმალურად გამოვიყენო და ვემსახურო ჩემს ოზურგეთს.
არჩევნებს რაც შეეხება-ისევე როგორც პირველ ტურში, ახლაც ვხედავთ დაუსრულებელ ძალადობას, ხალხის დაშინებას და არანაირი მორალური უფლება მათ ამ საქციელის ჩადენის არა აქვთ, ძალიან ცუდი საარჩევნო კამპანია წარმართა თალაკვაძეებმა, ეს შემიძლია გითხრათ. ხალხის დაშინება, მოსყიდვა, ტერორი… ყველაფერს კადრულობენ თავიანთი ზონდერ ჯგუფებით, რომ ხალხს ეს მათი კანდიდატი, პირდაპირ ვიტყვი, რომ შეტენონ.
მათ მინდა მივმართო- თალაკვაძეებმა, სიორიძეებმა და იმ დროებითმა ხალხმა, რომლებსაც არ გიყვართ ოზურგეთი და ძალას ატანთ დღეს ამომრჩევლებს, დაანებეთ თავი ოზურგეთელი ხალხის შეურაცხყოფას.
ბენზინის ტალონებით და პურის ფქვილებით რომ ცდილობენ ხმების მიღებას, ხალხის ასე შეურაცხყოფა მაწუხებს ყველაზე მეტად.
-რას ვაპირებ?
– არ ვაპირებთ ამ ყველაფერს შევეგუო. ვაპირებ ბოლომდე ბრძოლას, ზუსტად ისე, როგორც ვიბრძოდი 2017 წელს. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ მათ ვერ შეძლონ ხალხის ასე შეურაცხყოფა.
მე ვარ ძალიან პრინციპული ადამიანი და მიყვარს ჩემი ოზურგეთი.
ვაპირებ ვიბრძოლო ბოლომდე და წინ აღვუდგე ყველა ამ მანკიერებას. ვაპირებ არ დავუთმო ასე ძალად შემოტენილ კანდიდატს არაფერი. ხალხის საღი აზრი დგას ჩემს გვერდით და სიმართლის გვერდით. იცის ხალხმა ჩემი ოთხწლიანი მუშაობის შესახებ…
გზავნილი ამომრჩევლებს
-ქვეყანაც, ქალაქიც და სოფელიც ეკუთვნის ხალხს და გადაწყვეტილებაც მათი მისაღებია.
მე ვიცი ჩემი ოზურგეთელი ხალხის განწყობა  ”ქრთული ოცნების“ კანდიდატებთან დაკავშირებით, ამიტომ,  მინდა მივმართო ჩემს ოზურგეთელებს- ნუ შეეშინდებათ, ნურავინ ნუ იქნება არჩილ თალაკვაძის მძევალი, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ძალად გაიმარჯვონ და არავის არ სჭირდება ეს ძალად გამარჯვებული ხალხი.
ოპოზიციური პარტიები
-ოპოზიციურ პარტიებს და მათ ამომრჩევლებს რაც შეეხება, თითოეული ოზურგეთელი ჩემთვის ძვირფასია. ეს ადამიანები ძალიან კარგად იცნობენ თალაკვაძესაც და შარაშენიძესაც. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა მეორე ტურში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share