უკრაინამ პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პრიპიატის რეგიონსა და ბელარუსთან საზღვრის მონაკვეთზე კონტროლი აღადგინა – ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების ნაწილებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ პრიპიატის ტერიტორიასა და ბელარუსის რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

3 აპრილის მდგომარეობით, უკრაინაში, კერძოდ კიევის რეგიონში, უკრაინელებმა დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share