მსოფლიოში კოვიდინფიცირების მატების ფონზე, Moderna-მ და Pfizer-მა ვაქცინების ღირებულება გაზარდეს

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მატულობს მსოფლიოს ქვეყნებში. საფრანგეთში ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვმა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმატა. იტალიაში კი კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიურმა შემთხვევებმა იკლო.

COVID-19-ით ჰოსპიტალიზებისა და ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება ფლორიდის შტატში. ვაქცინის ბუსტერ დოზებს 6 სექტემბრიდან შესთავაზებს მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთი, ხანშიშესული პირებისთვის ბუსტერ დოზების შეთავაზების საკითხს განიხილავს გერმანიაც.

კომპანიებმა Moderna-მ და Pfizer-მა კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ღირებულება გაზარდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share