ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს გამოეხმაურა:
„შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში, ბუჩაში, რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით.
ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებების მოგროვებაში.
ევროკავშირის შემდგომი სანქციები და დახმარება გზაშია.
დიდება უკრაინას!“, – განაცხადა შარლ მიშელმა.