უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი დღეს მოლდოვაში გლოვა გამოცხადდება, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა.
“შოკირებული ვართ უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული სისასტიკით. მოლდოვა მკაცრად გმობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ დანაშაულებს, ასევე გმობს უკრაინის წინააღმდეგ მოწყობილ უკანონო და არაპროვოცირებულ ომს. მოლდოვა უკრაინაში დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი გლოვის დღეს აცხადებს”,- წერს მაია სანდუ.