რას წერს ოზურგეთელი 6 წლის ნინი უკრაინაში დაღუპულ ბავშვებზე

ოზურგეთელი 6 წლის ნინი თავბერიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და უდანაშაულოდ დაღუპული პატარა ბავშვების გვამებს,რომელსაც ის ტელევიზიიდან ცრემლიანი და შეშინებული თვალებით უყურებს, ბებოს  კითხვა დაუსვა –  ოზურგეთში ჩვენ თუ გვაქვს თავშესაფარი,ჩვენთანაც ომი რომ დაიწყოს და თავი შევაფაროთო?!

ეს დიდი ტკივილი და მისი გულის ამოძახილი  ნინიკომ  პატარა ხელებით თაბახის ფურცელზე გადმოიტანა და ჩანახატი გაამზადა. ასე უთანაგრძნო მან  უკრაინაში დაღუპულ პატარა ბავშვებს.

აი, როგორ გამოხატა მან ეს ტრაგედია:

“ძალიან მიჭირს ამის ყურება 100 ბავშვი დაიღუპა-100-ზე მეტი.ძალიან ვწუხვარ”-წერს 6 წლის  ნინი თავბერიძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share