დრეს დილიდან ლანჩხუთში “ქურიძეების” მაღაზიასთან ლანჩხუთელი ახალგაზრდები, საკუთარი ინიციატივით უფასოდ ცხელ პურს არიგებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად, ლუი ორაგველიძემ გაავრცელა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირაში, როცა ლანჩხუთში პურს უფასოდ არიგებენ.
რამდენიმე დღის წინ, ადგილობრივმა ნიკა მექვაბისვილმა 200 პური უფასოდ დაარიგა.