„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა ავთანდილ ენუქიძემ საპარლამენტო მანდატის დატოვებაზე უარი განაცხადა.
„მანდატს არ ვტოვებ, პარტიის მხარდამჭერი ვიყავი და ვიქნები, მაგრამ ბრძოლის სხვა მეთოდებს მივმართავ. როდის შევდივარ ჯერ არ ვიცი. მე არავისზე დამოკიდებული არ ვარ, არავის ვეკთხები როგორ მოვიქცე და არც იმას ვეუბნები, როგორც მე მინდა ისე მოიქეცი-თქო“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ აჭარის მაუწყებელთან.
სხვა ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მანდატებზე უარს ამბობენ და საკანონმდებლო ორგანოს მისი გაუქმების მოთხოვნით უკვე მიმართეს.