რთულია, არ დაეთანხმო ზელენსკის, რომ რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის, გენოციდია – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, რუსები უბრალოდ ტყუილ საბაბს ეძებენ, რათა სისასტიკე ჩაიდინონ
ეს არის დანაშაული, რომელიც გენოციდის ნიშნებს შეიცავს. განსაკუთრებით, თუ მათი საუბრის კონტექსტს შევხედავთ, რაც ომთან დაკავშირებით გვესმის. ეს რუსული პროპაგანდაა. რუსები უბრალოდ ტყუილ საბაბს ეძებენ, რათა სისასტიკე ჩაიდინონ და ადამიანები დახოცონ. ის ფაქტი, რომ რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ცხადად გვაჩვენებს, თუ რა არის ამ სამხედრო ინტერვენციის მიზანი. მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის მიზანია, უკრაინელი ერი გაანადგუროს”- განაცხადა პრეზიდენტმა.