უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ ბოროდიანკაში ოკუპაციის დროს ბებიისა და ბავშვების გაუპატიურების ფაქტები დაფიქსირდა:
„ხალხმა განიცადა საშინელი ტრაგედიები, ხალხი ისევ იქაა, სადაც ეშინია… სექსუალურ ძალადობაზე რომ ვსაუბრობდით, ოპერატიულად ვიცით, რომ არსებობს. უფრო მეტიც, სექსუალური დანაშაულია არა მარტო ქალების, არამედ მამაკაცების მიმართაც! დღეს ბოროდიანკაში ბებიისა და ბავშვების გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
მან, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დროს სექსუალური დანაშაულები, ასევე, ომის დანაშაულია, რომელსაც არ აქვს ხანდაზმულობის ვადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბოროდიანკაში 26 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.