”პოლიტიკურად თუ რელიგიურად ტვინგაყინულებო, როგორ ამბობთ,უკრაინა ისჯება და რუსეთი ღმერთის ხელში წმიდა მათრახიაო..”

დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე უკრაინაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს და იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ტრაგედიის არაერთგვაროვნად შეფასებას ცდილობენ, აღშფოთებას ვერ მალავს:
არის მომენტი, როცა ხორცი გტკივა, არის მომენტი, როცა სული გეწვის და არის მომენტი, როცა ორივე ერთად ”გტკივა და კიდევ ყელს იღადრავ და ვეღარ გრძნობ ტკივილს, ასეთი განცდისაა იმ 40 არასრულწლოვანი ბავშვის ბედი, რომელთა შორის ყველაზე უფროსი 14 წლისაა, რომელებიც მოხვედრილან პოლონეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში და 40-ვე გაუპატიურებულია არაერთგზის და არაერთისგან. ამის დაწერაც კი მიმძიმს და წარმოგიდგენიათ მათი ხვედრი? მათი განცდა? მათი ტკივილი? არაფერს ვამბობ მათ მომავალზე…
ხოდა თქვენ პოლიტიკურად თუ რელიგიურად ტვინგაყინულებო, იმას რომ ამტკიცებთ LGBT მხარდაჭერისთვის ისჯება უკრაინა და რუსეთი ღმერთის ხელში წმიდა მათრახიაო… ამის გამო რა ეკუთვნის რუსეთს? ამის გამო როგორ ფიქრობთ რა საჯელი მოელის მას? და LGBT ცოდვის გამო ბავშვების გამხრწნილი გააგზავნა უფალმა?
არასოდეს არ დამიწერია ამ ტონით, არ გაბედოთ რამის გაპრავება და დაკომენტარება, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ ამის არ მომწონებელს. არ გინდა და უხმოდ ამოშალე შენი თავი აქედან და წაშავდით.” – წერს დეკანოზი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share