უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკის თქმით, რუსეთის სამიზნე ყველა უკრაინელია. ამასთან დაკავშირებით მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
“თუ კარგად დააკვირდებით, ცხადია, რომ რუსების სამიზნე ყველა უკრაინელია: ყველა ქალი, ყველა ბავშვი.
ის ადამიანები, ვინც, კრამატორსკიდან ევაკუაციის დროს დაიღუპნენ, პრეზიდენტის ოჯახის წევრები არ იყვნენ, ისინი უბრალოდ უკრაინელები იყვნენ. ასე რომ, მტრის ნომერ პირველი სამიზნე ყველა ჩვენგანია”,-თქვა ოლენა ზელენსკამ.