გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელი, დევიდ ბიზლი აცხადებს, რომ მარიუპოლში მოქალაქეები შიმშილით იხოცებიან.
როგორც მან აღნიშნა, სიტუაციის შემსუბუქების წინაპირობებს ჯერჯერობით ვერ ხედავს.
“ჩვენ არ დავთმობთ მარიუპოლის მოსახლეობას და მოქალაქეებს, რომლებთანაც ამ დრომდე კომუნიკაცია ვერ შევძელით. ეს არის დამანგრეველი სიტუაცია, ხალხი შიმშილით კვდება. სიტუაციის შემსუბუქების წინაპირობებს მე ვერ ვხედავ”, – თქვა დევიდ ბიზლიმ.
ცნობისთვის, ქალაქი მარიუპოლი 2 მარტის შემდეგ რუსი ოკუპანტების ალყაშია. ქალაქის თითქმის სრულად განადგურდა, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. შეთანხმების მიუხედავად, რუსეთი “სიჩუმის რეჟიმს” მუდმივად არღვევს და ქალაქის მიმართულებით გახსნილ ჰუმანიტარულ დერეფნებს თავს ესხმის.