მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში – ეს სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეორა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, ამჯერად უკრაინიდან.
“სააკაშვილი ის იყო, ვინც პუტინის პირველი დარტყმები მიიღო. დღეს, 24 თებერვლის შემდეგ, სააკაშვილის ციხეში ჯდომა, როდესაც მსოფლიო დაიყო შავად და თეთრად, როდესაც მსოფლიო უკვე დაიყო, რომ ან შენ ხარ ხალხის ამოწყვეტის მხარეს, ან ხარ თავისუფლების მხარეს, დღეს უკვე სააკაშვილის ციხეში ჯდომა იმის ხაზგასმაა, რაც მასთან შეხვედრის შემდეგ ერთხელ უკვე დავაფიქსირე – ის არის პუტინის ტყვე ქართულ ციხეში” , – თქვა გიორგი მარგველაშვილმა “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში, უკრაინიდან ჩართვისას.
ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილი ენმ-ს ლიდერებთან ერთად, ომში მყოფ ქვეყანაში, უკრაინელების მხარდასაჭერად და მათთვის სოლიდარობის გამოსახატავად ჩავიდა.