ოზურგეთელი კარატისტების წარმატება

16 აპრილს ქ. თბილისში , დიღომში ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გოჯუ-რიუ კარატე დოში გაიმართა, 18 წლამდელთა შორის.
ჩემპიონატში იბრძოლა სამასმა კარატისტმა.
ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ტაეკვონდოს სექციის ხუთმა სპორტსმენმა მიიღო.
ჩემპიონატზე ხუთივე კარატისტი ბრწყინვალედ გამოვიდა და ისინი შინ მედლებით დაბრუნდნენ.
🥇ნიკოლოზ ლაბარტყავა ( 8 – 9 წელი; 27 კგ) I ადგილი
🥇ვიკა ლაბარტყავა ( 11 – 12 წელი; 37 კგ) I ადგილი
🥈ლუკა გურასაშვილი ( 10 – 11 წელი ; 32 კგ) II ადგილი
🥈ნია გურასაშვილი (10 -11 წელი; 37 კგ) II ადგილი
🥉დანიელ ხუციშვილი (6 – 7 წელი; 20 კგ) III ადგილი
✅ოზურგეთის გუნდი მწვრთნელმა , ირაკლი ტუღუშმა მოამზადა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share