ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან კახა ასკურავა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
”ყოველი დღე,მიშას საპატიმროში გატარებული,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც მას ფიზიკურ განადგურებასთან აახლოვებს,არის თითოეული ჩვენთაგანის გამოწვევა, ყოველგვარი პარტიულობის მიღმა.ვისაც მიგვაჩნია,რომ კიდევ ერთი პრეზიდენტი არ უნდა გახდეს რეჟიმის მსხვერპლი,როგორც ჩვენდა სამარცხვინოდ, უკვე მოხდა საქართველოს ისტორიის უახლოეს წარსულში და დღემდე რჩება მოუშუშებელ იარად.ამიტომ, როგორც კი გადავა აღდგომის დღესასწაულები, უნდა დავიწყოთ ყოველდღიური სხვადასხვა ტიპის აქტივობები ერთადერთი მოთხოვნით – გადავარჩინოთ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ფიზიკურ განადგურებას, რომელიც გადაწყვეტილი აქვს პუტინ-ივანიშვილის რეჟიმს და მგონი ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება,მიუხედავად სააკაშვილის სიმპატია-ანტიპატიისაა. ამ მოთხოვნამ უნდა გააერთიანოს ყველა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფები,ვისთვისაც სააკაშვილის რეგალიები,მისი ბეგრაუნდი და პოლიტიკური მომავალი კი არაა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი,არამედ მისი ფიზიკურად გადარჩენა და რეჟიმისთვის ხელიდან გამოღლეტვა როგორც პოტენციური მსხვერპლის.აი როცა, ყველანი კარგად დავფიქრდებით თუ რატომ აწყობს სააკაშვილის განადგურება რეჟიმს და სიმართლეს თვალს გავუსწორებთ,მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა ისეთი ადვილი და მსუბუქი მისაღები იქნება, როგორც ყველაზე დაბინძურებულ გარემოში, გამთენიის ჰაერი! ნუ ველოდებით ამ ბრძოლაში ვინმე კონკრეტულ ლიდერს.ეს ბრძოლა უნდა დავიწყოთ ჩვენ,საქართველოს მოქალაქეებმა და უნდა მივიყვანოთ ჩვენ,საქართველოს მოქალაქეებმა ბოლომდე!მტყუან-მართალი ვარკვიოთ მერე,როცა ადამინის სიცოცხლეს გადავარჩენთ!” – წერს ასკურავა.