უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა პრეზიდენტ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თხოვნით წერილით მიმართეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა პრეზიდენტ ზელენსკის წერილით მიმართეს, რომელშიც ისინი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

“უკრაინაში მებრძოლი ქართველი მეომრები მიმართავენ პრეზიდენტ ზელენსკის ერთადერთი თხოვნით. მათ არ გააჩნიათ არანაირი პირადი სურვილი და მოთხოვნები, ისინი ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ტყვეობიდან დახსნას”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share