RT-ის მთავარმა რედაქტორმა და ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასთან მიმართებით საკმაოდ მშვიდად იქცევა და მხარს არ უჭერს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათ სამშვიდობოებს ესროლა, ახლა კი თავად ზის ციხეში.
„შერიგების დროა? საქართველო საკმაოდ მშვიდად იქცევა უკრაინასთან არსებულ სიტუაციაში. იქნებ თბილისთან ურთიერთობის გაუმჯობესების დროა?“, – ამბობს სიმონიანი.
სიმონიანმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალიან მშვიდად უყურებს უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებას, არ აკეთებს ანტირუსულ განცხადებებს და არ უჭერს მხარს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს.
„საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში ზოგადად საოცრად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თავად ჩასვეს ციხეში, არ დაუჭირეს მხარი სანქციებს, რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ზოგიერთი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრის. გავაუქმოთ მათთან საჰაერო კომუნიკაციის აკრძალვა?“, – განაცხადა სიმონიანმა.