შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა “მთავარი არხის” ვაშინგტონის ბიუროს შეკითხვას უპასუხა, იგეგმება თუ არა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება იმ ფონზე, რომ გუშინ ივანიშვილ/ევტუშენკოვის საუბრის ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა, დავით არახამიამ კი დასავლეთს მისთვის სანქციების დაწესება სთხოვა:
“გუშინ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის ომის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი, ბატონი ევტუშენკო და ყველაზე მდიდარი ქართველი, ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ჩრდილიდან აკონტროლებს, ცდილობენ იპოვნონ გზები, იმისთვის, რომ თავი აარიდონ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს. ქართულ მედიასთან საუბრისას, ევტუშენკოვმა დაადასტურა ამ ჩანაწერების ავთენტურობა.
ამ ჩანაწერების საფუძველზე, ერთ-ერთმა წამყვანმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს, დავით არახამიამ, პირდაპირ მოითხოვა დასავლელი ლიდერებისგან ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირება. მაინტერესებს რა ინფორმაციას ფლობთ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, გაქვთ თუ არა შეფასება ამ ფაქტის და ასევე, რა შეგიძლიათ მითხრათ მეორადი სანქციების შესახებ?, – ჰკითხა სახდეპის პრესსპიკერს “მთავარი არხის” ჟურნალისტმა.
“მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვისაუბრო გავრცელებულ ჩანაწერებზე ან დავადასტურო მათი ავთენტურობა, რაზეც თქვენ საუბრობდით, მაგრამ შემიძლია რამდენიმე საკითხზე გესაუბროთ” – უთხრა ნედ პრაისმა დემნა დევდარიანს და განმარტა:
ჩვენ არა მხოლოდ ავამოქმედეთ სანქციები და სხვა ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელნი არიან კრემლის გადაწყვეტილებაზე რომ შეჭრილიყო უკრაინში, არამედ გასულ კვირას ჩვენ გამოვაქვეყნეთ სანქციების ფართო სპექტრი იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სანქციების თავიდან აცილებისა და ამის ხელშეწყობაზე.
სანქციებისგან თავის არიდება არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მთელ მსოფლიოში იქნება ეს რუსეთში, ბელარუსში თუ სხვაგან, ნებისმიერ ადგილას მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ გასულ კვირას ჩვენმა ქმედებებმა დაადასტურეს, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ იმ ქსელებს, ორგანიზაციებსა და ინდივიდებს, რომლებიც მიზანმიმართულად და სისტემატიურად აარიდებენ თავს ან ეხმარებიან სხვებს სანქციებისგან თავის არიდებაში.
რა თქმა უნდა, მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ განხვიხილო შესაძლო სანქციების დაწესება ინვიდიდებსა თუ ორგანიზაციებზე, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით, – ამბობს პრაისი.