“პირველად ვამბობ საჯაროდ” – რის გამო გაწყვიტა ურთიერთობა ხუხაშვილმა ივანიშვილთან

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა TV კავკასიის ეთერში გაიხსენა ისტორია, რის გამოც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოვიდა ერთ-ერთი ოლიგარქი ბიზნეს დავის გასარკვევად, ივანიშვილმა კი მისი მხარე დაჭირა – “უსამართლობის მხარეს დადგა”.

“პირველად ვამბობ საჯაროდ ამას – ჩემი კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილთან მოხდა მაშინ, როდესაც… მიუხედავად იმისა, რომ მე მთვლიდა ახლობლად, მოწებებული იყო, შეიძლება ითქვას და მეც… ძალიან ახლოს ვიყავით. ჩამოვიდა ერთ-ერთი ბიზნესმენი, ერთ-ერთი ოლიგარქი საქართველოდან, ბიზნეს დავის გასარკვევად, და აშკარად უსამართლობას, ორჯერ ორი ხუთიას ამტკიცებდა, ივანიშვილმა იმის მხარე დაიჭირა, იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. იმის გამო, რომ მას უარი ვერ უთხრა, უსამართლობის მხარეს დადგა.

ეს იყო ბოლო შეხვედრა. მე ამის შემდეგ მასთან, ფაქტობრივად, გავწყვიტე ურთიერთობა. დეტალებზე არ ვისაუბრებ. მე დავკარგე მისდამი პატივისცემა და იმის შემდეგ ფიზიკურად აღარ შევხვედრივარ. კი, ტელეფონზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ ფიზიკურად ივანიშვილთან შეხვედრის არანაირი სურვილი აღარ გამჩენია”,– განაცხადა გია ხუხაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share