ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება – ინფორმაციას ადგილობრივი მედია, “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბორჯომში, ვაჟა-ფაველას ქუჩაზე 1 მაისს მოხდა. რა გახდა დაჭრის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
“ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში”,- ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე ადგილობრივ მედიასთან.