ხუთი შვილის მამის დაღუპვის მიზეზი საპატრულო ეკიპაჟის დევნა გახდა -გია მეგრელიშვილის დაღუპვის ახალი დეტალები

გუშინ წინ, ოზურგეთი ჩოხატაურის საავტომობილო გზის დვაბზუს მონაკვეთზე მომხდარი ავტო საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე მცხოვრები ხუთი შვილის მამა, გიორგი მეგრელიშვილი დაიღუპა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დევნამ განაპირობა.

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” დღეს, კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

იმავე წყაროს ცნობით, საპატრულო ეკიპაჟი მეგრელიშვილს დაედევნა, ავტოსაგზაო შემთხვევამდე სდია, შემდეგ კი მიატოვა.

როგორც იურისტებმა რედაქციას განუცხადეს, საპატრულო ეკიპაჟს დევნის უფლება მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვს.

იმ შემთხვევაში თუ საქმე ადამიანის უსაფრთხოებას ეხება პატრული ამ შემთხვევაში პატრული შეზღუდული უფლებებით სარგებლობს.

საინტერესოა, რომ მომხდარის შემდეგ შსს საპატრულო დეპარტამენტს და მით უმეტეს გურიის საპატრულო დეპარტამენტს არანაირი განცხადება-თუ რამ გამოიწვია დევნა და იყო თუ არა დევნა ავტოსაგზაო შემთხვევასთან კავშირში-არ გაუვრცელებია.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქონდა თუ არა საპატრულო ეკიპაჟს დევნის უფლება, გადაამეტენ თუ არა პატრულის თანამშრომლებმა თავიანთ უფლებამოსილებას-ამ საკითხზე უწყებაში არანაირი შიგა მოკვლევა არ მიმდინარეობს.

არადა, გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, ასევე ის ფაქტი, რომ ტრაგედიის ადგილას (შემთხვევა ღამით მოხდა) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, ცენტრალურ გზაზე კი კომშიანი ტრაქტორი იდგა, რომელსაც დაეჯახა მძღოლი, ბევრ კითხვას ბადებს.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ სამუშაოების გამო გზაზე არანაირი საგზაო ნიშანი განთავსებული არ იყო.

“გურიის მოამბე” ამ წუთებში ცდილობს ამ ონფორმაციის საპატრულო დეპარტამენტში გადამოწმებას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share