ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, დღეს, როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან და ეს მის გულს სიამაყით აღავსებს.
ამასთან, ფონ დერ ლეიენი უკრაინაში მიმდინარე ომსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარეს დგას და ევროკავშირი უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას.
“დღეს ჩვენი კონტინენტი წარსულის ჩრდილის წინაშე დგას, რომელიც გვეგონა, რომ დიდი ხნის წინ გადავლახეთ. ჩვენ გვაქვს სასტიკი ომი და დანგრეული ქალაქები. მილიონობით უდანაშაულო ადამიანმა დატოვა სახლი.
ევროპა უკრაინის მხარეს დგას. ამავდროულად, უკრაინაში კრემლის შეჭრა გვახსენებს, თუ რატომ აღვნიშნავთ ევროპის დღეს. დღეს, როდესაც მშვიდობიანი, აყვავებული და ერთიანი ევროპა დაიბადა. 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე.
ევროკავშირი შეძლებს უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას, მილიონობით ევროპელი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლის დასახმარებლად. მათ გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის, გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს ეკუთვნიან და ეს ჩემს გულს სიამაყით აღავსებს”. – წერს ფონ დერ ლეინი.