უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სატანკო ბიატლონის გამარჯვებული მოკლეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების “სატანკო ბიატლონის ჩემპიონი” მოკლეს – ინფორმაციას საერთაშორისო მოხალისეთა საზოგადოება ავრცელებს.

ბასანოვი  სატანკო ბიატლონის ჩემპიონი, რუსი უმცროსი სერჟანტი იყო. არსებული ცნობებით, სამხედრო საკუთარ ტანკშივე დაიწვა.​ ბატო ბასანოვი 14 მარტს მოკლეს, მაგრამ ამის შესახებ საჯაროდ მხოლოდ 6 მაისს გამოცხადდა.

მოხალისეთა საზოგადოების ცნობით, ჩემპიონის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია, თითქმის, ორი თვის განმავლობაში იმალებოდა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, სხვა სამხედროების დემორალიზების თავიდან არიდება იყო.

25 წლის ბატო ბასანოვი ულან-უდეში ცხოვრობდა. მან მონაწილეობა მიიღო სატანკო ბიატლონში 2021 წელს. ის იყო კონკურსის გამარჯვებული. მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მას მსროლელის პოზიცია ჰქონდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share