რატომ არ იზრდებიან სიმაღლეში ბავშვები
რატომ უზიანდებათ ადამიანებს სახსრები მძიმე ფორმებში
ასევე , ისევ მეტაბოლიზმის მოშლაზე, რომელიც დღეს ყველა დაავადების ფონია და სწორედ, მისი ფონის სრულყოფილად ვერმართვის გამო ქრონიკულდება დაავადებები
კიბოს შეჩერების გზები ნაცნობია მედიცინის მეცნიერებისთვის
თემა იმდენად ვრცელია, რომ სრულად დასაბეჭდად , ალბათ, 20 ნაწილი მაინც დასჭირდებოდა .მრავალნაწილიანი ძვალ-სახსართა სისტემა , თავისი ყველა— სახსრის დაავადებით უკვე წარმოდგენილი მაქვს სხვა სტატიაში. . აქ ძირითადად, სიმაღლეში ზრდის შეფერხების ირგვლივ ვისაუბრებ, თანამედროვე ევროპული სტანდარტებით. თუმცა , საუკუნის პრობლემას ——მეტაბოლიზმს , ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლი. ორსული ქალის შარდი, ხშირად, დიდი რაოდენობით შეიცავს პლაცენტაში გამომუშავებულ პროლინს. ამაზე აქცენტირება ძალიან ხშირად არ ხდება. სიმაღლეში პათოლოგიურად ჩამორჩენილი ბავშვების განხილვის დროს, თუნდაც ეს ერთი წინადადება აკადემიურად რ ომ განვაშტოვო, ძალიან სამწუხაროდ , ორსულ ქალზე მეთვალყურე გინეკოლოგის და ამ ბავშვის პედიატრის პასიურად შესრულებული პასუხისმგებლობა უკვე გამოიკვეთება. რადგან, ბავშვი პათოლოგიურად დაბალი , რომ არ დარჩეს , ამის პროფილაქტიკა და მკურნალობა , ორსული ქალის კალასიკური სამედიცინო მეთვალყურეობიდან იწყება. თუმცა ამაზე საუბარს აზრი ეკარგება მაშინ, როცა, თუნდაც ფოლის მჟავის დასტანდარტება ორსულ ქალებში, ამ ქვეყანაში ძალიან გვიან დაიწყო. როცა ორსულობაში დროულად მიცემული ბე 9 ვიტამინი, არის სრული გარანტი იმის, რომ ქრომოსომული აბერაციების , დეფექტური ჩანასახების და დისემბრიოგენეზის შემააერთებელქსოვილოვანი სტიგმების რიცხვი მინიმუმადე დაიყვანოს. ანუ დროულად მიცემულმა ფოლის მჟავამ , სხვა საშუალებებთან ერთად, შეიძლება განვითარების მანკის და ჩანასახოვანი სიმახინჯის აღკვეთა მოახდინოს. თეთრზე თუ არ ვთქვით თეთრიაო და პირიქით, ოჯახური ტრაგედიების რიცხვი კიდევ გაიზრდება. პროფილაქტიკური მეთოდების უმწეობაა, როცა მდგომარეობა მემკვიდრეობითი პათოლოგიის სახეს მიიღებს —-ჰიპოფიზარული ნანიზმი ან ქონდროდისტრფია ან სხვა უფრო ძლიერი დარღვევა გამოიკვეთება ან ბავშვი თუნდაც თანატოლებთან შედარებით ძალიან დაბალი იქნება . მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიური კომპლექსები დატანჯავს პრობლემურ ბავშვს . ნორმალურ სოციალურ გარემოში არ უნდა შეწუხდს კომპლექსებით. მაგრამ , ჩვენ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ, გამორჩეული——— კოპლექსების თაიგულებით, ჩამშრალი ემპათიით, ერთგულების დეფიციტით, ანემიური გრნობებით, ხამური გაოცებით, სულდაჩეხილი ცინიზმით; აღზრდის და კულტურის დიდი დეფექტებით. ამ საზოგადოებაში რეალური პროფესიონალიზმი იდეალიზმია. არაპროფესიონალიზმს რომ სისტემური უარყოფა ჰქონდეს ,ამდენი საოჯახო ტრაგედიებიც არ იქნებოდა. მითუმეტეს , სიმაღლეში ჩამორჩენილი და მათ შორის გენეტიკური დამღით დასტატისტიკებული ბავშვების ნაწილი , რომელთა შველაც ნამდვილად შეიძლებოდა ან გაუმჯობესება მაინც, განსაკუთრებული მაღალი გონებრივი მონაცემებით და უნივერსალური ფსიქოლოგიური ღირსებებით გამოირჩევიან. თუმცა დაავადების ვერმართვის დროს ეს თვისებები ბოლომდე არ ვლინდება. ამ წინადადებაში საუბარი მქონდა არა სიმაღლეში მცირედ ჩამორჩენილ ბავშვებზე , არამედ გენეტიკურ პათოლოგიებზე, როცა ბავშვი პათოლოგიურად დაბალი რჩება. უკვე ირყევა მყარი მითები მსოფლიო მედიცინაში და თანამედროვე, გონიერი ექიმების ხელში , დამსხვრეული ფერმენტების პოპულაცია, შეიძლება რამდენიმე თაობას გადაახტეს დარღვეული ამინომჟავეური გრაფიკების დინამიკის გასწორებით . ანუ ამ დეფექტური ბავშვის მეტი შველა შეიძლებოდა, მაგრამ ამის პროფილაქტიკა ქალის ორსულობამდეც უნდა დაწყებულიყო. ყველა დაავადებას ი წვევს ——დარღვეული ამინომჟავეური გრაფიკები და დაზიანებული ფერმენტები, რომლებიც პრობლემურ ღვიძლში წარმოიქმნებიან. სანამ ამ ქვეყანაში ღვიძლის ფუნქციებს 4 პარამეტრით შევაფასებთ, როცა ევროსტანდარტით ღვიძლს 500ზე მეტი ფუნქცია აქვს, ამის აღქმა ვერ მოხდება. სისხლწარმოქმნა ძვლის ტვინსა და ელენთაში ხდება, მაგრამ ყველა ეს რეაქცია, ისევე როგორც სხვა რეაქციების ჯაჭვები ღვიძლში მიმდინარეობს. ამიტომ, თუ დედას ან ანემია აქვს და ჰემოგლობინი თუნდაც ერთხელ დაკლებია ან სისხლის სხვა პრობლემაა , მითუმეტეს სისხლის დაავადება ან ნაღვლის ბუშტის პრობლემა , ღვიძლზე რომ არაფერი ვთქვათ , მის შვილს ადვილად ექნება ძვალთან დაკავშირებული ნებისმიერი დაავადების შანსი. არცერთი პათოლოგია, ღვიძლის ფარხმლის დაყრის გარეშე არ ხდება. ჯანმრთელი ბავშვი რომ გაიზარდოს, პედიატრს ევალება მისი მრავალმხრვი შეფასება. უპირველესია ბავშვის კონსტიტუციის ტიპის დადგენა. რაც ექიმს სამუშაო პროგრამას უყალიბებს. რომელი კონსტიტუციური ანომალიაც აქვს ბავშვს, ისე განვითარდება მისი ცხოვრება და დაავადებები. კოსტიტუციური ანომალიების გრაფიკი ბევრჯერ წამოვადგინე. დიათეზიც კონსტიტუციური ანომალიაა. ალერგიას ექიმი ვერ მოარჩენს თუ კონსტიტუციური ანომალიის სტრუქტურიდან არ შეაფასებს პაციენტს . კონსტიტუცია ამ შემთხვევაში გლობალური მცნებაა. ის შეიცავს ბავშვის ჰისტოლოგიურ, მორფოლოგიურ, ანატომიურ, გენეტიკურ ნიშნების ერთობლიობას, მშობლების გენეტიკურ დომინანტებს, მუცლადყოფნის ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიური დარღვევების შედეგებს, გარემო ფაქტორების მიმღებლობის სიმწიფეს და კიდევ უამრავ ფენომენს, რაც აყალიბებს ინდივიდუალურად ადამიანის ტიპს , რომელიც თავისი ინდივიდუალიზმით ხასიათდება სამყაროსთან ადაპტაციაში. ამ ფაქტორის ინდივიდუალურ დასტატუსებაში უდიდესია გარშემომყოფი ადამიანების და მოვლენების განწყობა და რაც მთავარია კვების ხარისხი. მაგალითად , დადგენილია მსოფლიო მედიცინაში,რომ ენდოკრინული ნანიზმი ანუ ზრდის ძლიერი, მეორადი შეჩერების ტიპი — ჯუჯობამდე , ყოველთვის კვებისმიერი დისტროფიის გამოა. ზრდის ასეთი დამუხრუჭება უფრო მეტია ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ–გერტერის ინფანტილიზმი ა ნ გულის მიტრალური ნანიზმი , რომელიც თანდაყოლილი გულის მანკია. მაგრამ, როგორი ტიპიც არ უნდა იყოს ზრდის პათოლოგიური შეჩერება , არ არსებობს ვარიანტი , რომ ყველას თანდაყოლილი რაქიტი არ აღენიშნებოდეს. აქვე კიდევ შეგახსენებთ, რომ ყველა ბავშვს ახალშობილობაში, 4 თვეზე მაინც, უნდა გაუკეთდეს კარდიოექოსკოპია. რადგან ზოგი გულის მანკი გამოკვეთილი ჩივილებით არ გამოირჩევა. ასევე უნდა გამოირიცხოს სხვა ორგანოების ანატომიური დეფექტები. ბავშვს თუ სადმე ანატომიური დეფექტი აქვს, მისი სასიცოცხლო ტალღა აცდენილია ამ განზომილების კანონზომიერ დინამიკას. მას სპეციფიკური დახმარება სჭირდება პედიატრის მხრიდან. თირკმლებში ან გულში ოპერაციის შედეგად დეფექტის მოშორება ბოლომდე გაჯანსაღებას არ ნიშნავს. ბავშვის იმუნოლოგიაში, ჰისტოლოგიაში, ბიოქომიაში და ფსიქოლოგიურ შრეებში ეს დეფექტი სამუდამოდ ჩაწერილია და ის, ფონად, პრობლემებს ყოველთვის ამძაფრებს. სტატიაში რაქიტზე დეტალურა დ მაქვს ახსნილი ბავშვთა მეტაბოლიზმის რღვევის დათანამედროვე რაქიტის დეტალები. სამწუხაროდ, რაქიტის თანამედროვე ვარიაცია და მისი ახსნა და გაფრთხილება ჯერ არ არის დანერგილი მასიურად . ეს რომ დაბალანსებული იყოს , სამკურნალო ხარისხის დონეზე, ბავშვთა ავადობა და სიკვდილობა ბევრად შემცირდებოდა. ბევრს ატყუებ ს ის , რომ რაქიტმა ვარიაცია განიცადა . ამ ეპოქაში, აღარ აქვ თ რაქიტიან ბავშვებს კვადრატული თავის ქალები და ოსმაგვაერი ფეხები. ამ საკითხის პროგრესულ ხარისხში დაუნერგავობამ, საზოგადოების ტრაგედიები გამოიწვია. რადგან, რაქიტი არის მეტაბოლიზმის მოშლის სრული თაიგული. დღეს ის უფრო ხშირად გავრცელებულია, ვიდრე გასაბჭოების პერიოდის მშიერ და კახექსიურ ბავშვებში .რაქიტმა ინტელექტუალური და ვიზუალური მიმიკრია განიცადა. ის ძნელი გამოსაცნობია, თუ ექიმს დიდი გამოცდილება არა აქვს. სამწუხაროდ, კონკრეტულ ჩივილზე ხდება ხან ორიენტირება და ბავშვის მომავალი ჯანმრთელი ცხოვრება ინგრევა. მაგალითად,ხშირად, ატიპური რაქიტის ფონზე გამოხატული კუჭ-ნაწლავის პრობლემის გამო დანიშნულია მხოლოდ კუჭნაწლავი ს ლოკალური მედიკამენტები. არ არის გათვალისწინებული, რომ ამ შემთხვევაში, ამ ნაწლავური დისკომფოტის მიზეზი—თავად ატიპური რაქიტია, თავისი კლასიკური -სინდრომით——შეწოვის პროცესის დარღვევით და ამის გამო წონის დაქვეითებით და ზრდაში ჩამორჩენით. თუმცა ბევრია შემთხვევა ,წონა ნორმაა, მაგრამ სხვა დაზიანებაა. საერთოდ ყველა ასაკში ადამიანის სისტემა ისეა ორგანიზებული, რომ ჩივილი არასოდეს არ მოდის მარტო ლოკალური ადგილიდან. მოცემული სიმპტომის უკან ყოველთვის კრებითი სინდრომია.მის უკან კი ფერმენტები და ჰორმონებია. ლოკალურად ამ ჩივილზე ნამკურნალები დაავადება ,არასოდეს არ მორჩება ბოლომდე მხოლოდ მიიმალება. ლოკალური ჩივილი უნდა განვიხილოდ სისტემურად. ლოკალური ჩივილი ყოველვის სისტემის ნაწილია. ხან რამდენიმე სისტემის ერთად. ეკოლოგია გაურესებულია და ნატურალური კვება არ არსებობს. ნატურალური კვება არსებობს, მაგრამ მცდელობა და განწყობა არ არის მის დასამკვირდებლად. დედას ურჩევნია უცხოური წარწერებით გაფორმებული ქაქია , რომელიც ადვილი მოსამზადებელია, ნატურალურ ინგრედიენტებს ჩაუნაცვლოს. დღეს ვისაც ემართება ————ინფარქტი, ინსულტი, ანევრიზმა, უეცარი სიკვდილი, სხვადასხვა ორგანოების დაავადებები, სიმსივნეები, სახსრების დაავადებები, გულის დაზიანებები, ქოლესტერინის სიჭარბე, სიმსუქნე, ენდოკრინული დაავადებები, ღვიძლის პრობლემები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და სხვები, რომლებიც მეტაბოლურ სინდრომში ერთიანდებიან——-ყველა ეს ადამიანი ,ახალშობილობიდან ატიპური რაქიტით ავადობდა. მაგრამ, რაქიტის დიაგნოზი მათთვის არ გამოუტანიათ. მინერალური დისბალანსის პათოლოგიური დამღა კი სიცოცხლის ბოლომდე გაყვება და სხვადასხვა დაავადების უშუალო მიზეზი გახდება. მეტაბოლური სინდრომის გული და ღერძი მინერალური დისბალანსია .ნებისმიერ ასაკში , ნებისმიერი მძიმე მდგომარეობის დროს , სიკვდილს ასტატუსებს, მხოლოდ მინერალური ბალანსის ვერაღდგენა . რისი შედეგიცაა — სიკვდილისწინა მძიმე აციდოზები, ალკალოზები, შეშუპებები, ჰიპოვოლემია და სხვა.რომელთა ვერგამოსწორება სიკვდილის კონსტანტირებამდე მიდის. მეტაბოლიზმის მძიმე მოშლა, იმიტომ არის ყოველტვის ფონად, დღევანდელი პოპულარული დაავადებების დროს, რომ ამ გამოფიტვის საფუძველი ბავშვობის ატიპური რაქიტიდან მოყვება ადამიანებს. არ ავრიოთ ერთმანეთში სიმაღლეში მცირედ ჩამორცენილი ბავშვები და მყარი პათოლოგიები სიმაღლის. მაგრამ მექანიზმები , ბევრი პარამეტრით ერთმანეთს ჰგვანან,მიუხედავად მძიმე პათოლოგიების გენეტიკურად კვალიფიცირებისა. მსუბუქი და მძიმე გენეტიკურად ჩათვლილილილი ჩამორჩენილობები მხოლოდ განსხვავდებიან ამინომჟავების გრაფიკურ სტრუქტურაში დაზიანების სიდიდით. თუმცა, სიმაღლეში მცირედ ჩამორჩენილი ბავშვების,ჩამორჩენის მიზეზები, მყარად დევს ამინომჟავების ცვლის დარღვევაში. რაქიტის ფონი , ყველა, ნებისმიერი ვარიანტის სიმაღლში ჩამორჩენილში მყარად არსებობს .დაუბალანსებელი და უმაღლეს დონეზე ვერ მართული რაქიტი ნიშნავს , სამუდამოდ ხერხემალში გადამტვრეულ ინსულინრეზისტენტობას. რომლის აღდგენის მცდელობა, თანამედროვე უსწორესი მკურნალობითაც ,თითქმის ,მთელი ცხოვრება უნდა გაკონტროლდეს. რის შედეგადაც კორტიზოლისმაგვარი ჰორმონბრიგადირები ვეღარ აკონტროლებენ სასიცოცხლო ჰორმონების გეგმაზომიერ ცვლებს. ეს ბოლოს , ყველაზე მეტად ,ღვიძლის და პანკრეასის ლატენტური დაზიანებით და შედეგად თრომბული ფაქტორების მოშლით გამოიხატება . თუ რაქიტის მკურნალობა მაღალ რანგში არ ავა და სისტემური ეროვნული პროგრამის სახეს არ მიიღებს, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა ამ ქვეყანაში კიდევ უფრო შემცირდება. რაქიტის მეთვალყურეობის მეთოდები მაღალ დონეზე უნდა ავიდეს . ეს სასიცოცხლოა. თუმცა , დაბალ დონეზეც არ არის დღეს. მარტო დე ვიტამინის გრძელი კურსი, არ არის რაქიტის მეთვალყურეობა და მკურნალობა. მსოფლიოს ყველაზე მაღალი რანგის მეცნიერთა მიერ , კოსმოსური მიწის კვლევით დადასტურდა , რომ კოსმოსური ენერგია და შესაბამისად სიცოცხლე, ადამიანში შემოდის და სიცოცხლის ხანგრძლივობის მიმღები კარიბჭეა——-ღვიძლი,პანკრეასი და ნაღვლის ბუშტი. ყველა–ათასობით ფერმენტი, რომელთაგან რომელიმეს ან რამდენიმეს დეგრადირებააა დაავადებების დაწყების უშუალო მიზეზი, თავისი წარმოქმნის ურთულესი რეაქციების ჯაჭვს ღვიძლში გადის. ეს ხდება პანკრეასის, ჰიპოფიზის და თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონების ეგიდით. ყველფერს ეს ჰორმონები აკონტროლებენ და წყვეტენ. დაცემინების რეფლექსიდან——კიბოს დამართების ჩათვლით. ამიტომ, სათავო მექანიზმების გაუთვალისწონებლად ლოკალურად არ უნდა დაინიშნოს მკურნალობა .
ზოგ ვარიანტში ბავშვის დაბალი ტანი ,შეიძლება კიდურების განვითარების შეფერხებამ გამოიწვიოს. მაგალითად, არაპროპორციული ტიპის ნანიზმების ჩამონათვალი, მიკრომელიის გამოვლინებებით, ქონდროდისტროფიის და osteogenesis imferfeqtas დროს. ასევე ძალიან სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევა, დაწერილია ქონდროდისტროფიის გულმტკივნეული დიაგნოზი, მაგრამ როცა ექიმების გაგვიშიფრავს ეს , ქრომოსომული აბერაციების დონეზე ძალიან დეტალურად , პედიატრებს ხან აღმოგვიჩენია ,რომ ეს არ არის ქონდროდისტროფია. არამედ არის ზრდის მეორადი, მოჩვენებითი ჩამორჩენა უპატრონოდ მიგდებული რაქიტის გამო .ხან ეს 25 წლის ასაკში დგინდება და ოჯახის სასოწარკვეთილებაც სახეზეა. თანამედროვე ევროპული და ამერიკული კლასიფიკაციით, ეს მეორადი , მოჩვენებითი ჩამორჩენა უკვე სქემაშია. მაგრამ, კონკრეტული ოჯახის სულიერი ტრაგედია პედიატრიული სფეროს სისტემური გაუმართავობის სახეა. მითუმეტეს, თუ ეს დადასტურდა დაგვიანებით, ზრდასრულ ასაკში. ანუ გამოიკვეთა შემთხვევები, როცა სიმაღლე კრიტიკულად დაბალია , პრეზენტირებულ სტიგმად აღიქმება , მაგრამ, უმართავი რაქიტის გამოა. ბავშვის ორგანიზმის ზრდა ჰიპოფიზის კონტროლი თ ხორციელდება. მისი წინა წილის ფუნქციების მოშლა იწვევს ზრდის აშლილობას. ჰიპოფუნციის დროს არის ჰიპოფიზარული ჯუჯობა ,პატარა , მაგრამ პროპორციული სიგრძით.ასევე სქესობრივი განვითარების პრობლემები, მაგრა მ, ფსიქიკის საკმაოდ კარგი გამართულობა. ჰიპერფუნქციისგან მიიღება გიგანტიზმი ანუ აკრომეგალია. ბავშვის ჯალღუზისმაგვარი ჯირკვალი ანუ ეპიფიზი, ჰიპოფიზის ფიზიოლოგიურ ოპონენტად გვევლინება ზოგ შემთხვევაში და აფერხებს სიმაღელში ზრდას და სქესობრივ განვითარებას. ჯალღუზისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია იწვევს ნაადრევ სქსობრივ მომწიფებას. ბავშვს პირველად სწრაფად ზრდის ,მაგრამ შემდეგ უცებ აფერხებს ზრდას. იწვევს გასუქებას. ასევე, დაბადებიდან უნდა ვაკონტროლოდ ფარისებდი ჯირკვალი. არ უნდა გავითვალისწინოთ არაპროგრესული აზრი, რომ ფარისებრი სრულ განვითარებას სქესობრივი მომწიფების პერიოდში აღწევს. როგორც კი ჩაისახება ბავშვი და სრულქმნა იწყება ამინომჟავეის ციკლში– ფენილალანინის და თიროზინის ცვლის, ეს ნიშნავს, რომ ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე , ამ ორისა და კიდევ სხვათა მეშვეობით , ფარისებრი უკვე საათივით ზუსტად ახორციელებს კონტროლს. საერთოდ, ჩიყვის და მასთან ასოცირებული დაავადებების კონტროლის დროს, ფარისებრს მაღლა თუ ავიხედავთ, მარტო მასზე არ ვკონცენტრირდებით და ფენილალანინის, თიროზინს და სხვა ნივთიერებების ცვლებს გავაანალიზებთ, რომელთა გარეშე ფარისებრს ხელფეხი შეკრული აქვს, უფრო ადრე მოხდება ადამიანების გაჯანმრთელება და სამუდამოდ ჰორმონებზე არ იქნებიან. პოლისემანტიკურია ზრდის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ როგორც ვთქვი, რაქიტის ფონის გარეშე , ქრომოსომული პათოლოგიებიც არ ხორციელდება მძიმე ფორმაში.
მეტაბოლიზმის ამ პათოლოგიური აფეთქების ფონზე , რომელია ის ქსოვილები და ნივთიერებები, რომლებიც ყველზე მეტად ზიანდებიან და ზრდაში მატებას აფერხებენ ?ბუნების და მედიცინის საოცრებაა ის, რომ ამ ნივთიერებების ნაკლებობა ან გადაგვარება, არა მარტო ზრდაში აფერხებს ბავშვებს , არამედ ყველა მძიმე დაავადებების დამართების ,ერთი მთავარი მიზეზი და ერთი მთავარი მექანიზმია . ესენია—გლიკოზამინოგლიკანები. მათი ფუნქციებია——-ქსოვილების ზრდა, რეგენერაცია და გამრავლება. Mucus—–ლათინურად ნიშნავს ლორწოს. ეს ნივთიერებები, შემაერთებელი ქსოვილის ,ლორწოვანი, აუცილებელი შემადგენლობის სასიცოცხლო ნაწილებია. ისინი შედგებიან დისაქარიდებისგან. ასევე,მათ შემადგენლობაშია —შარდმჟავა. ამ ნივთიერებებს რომ გაეცნობა, გონიერი, მარტივი ლოგიკით მიხვდება, რომ მაგალითად, პოდაგრა, რომელიც ჯერ ამ ნივთიერებების და შემდეგ შარდმჟავას ცვლის მოშლაა , მისი მკურნალობა, მხოლოდ, დიკლოფენაკების და შარმჟავას დამწევი პრეპარატების იმედზე ჯანმრთელობის დაცდენაა. თუ პოდაგრით დაავადებული, გლიკოზოამინოგლიკანების ცვლას არ მოიწერიგებს, მას არასოდეს არ მოურჩება არც ტინიტუსი, არც თავბრუხვევა, არც სახსრები არც შაკიკიდა სხვა . ასევე, უპირობოდ სულ ექნება ინსულტის შანსი. პოდაგრა რაღაც დონეზე ბევრს აქვს. ფეხის ცერა თითის ძვლის დეფორმაცია ამის დასტურია. პოდაგრის თუნდაც პატარა გამოვლინება, ცერა თითის ძვლის დეფორმაციით, მკვეთრი სიგნალი ა ორგანიზმიდან, რომ შინაგანი ფიზიოლოგიური დესტრუქცია დაწყებულია და უახლოე ხანში, რომელიმე ორგანოს დაავადებით გამოვლინდება. უპირველესად კი ღვიძლია წამყვანი. ვაგრძელებ გლიკოზოამინოგლიკანების დახასიათებას. ესენია——ჰიალურონის მჟავა, ქონდროიტინის სულფატი, ჰეპარინის სულფატი, ჰეპარინი და სხვები. . სახსრების და ძვლების დაზიანების მექანიზმებზე ვსაუბრობ და შესაბამისად სიმაღლეში ზრდის შეჩერებაზე. მაგრამ, მკვეთრად დაინახავთ მსოფლიო მედიცინის გრანდიოზული სამეცნიერო კვლევებით დადგენილ იმ საოცრებას, რომ იგივე მთავარი მიზეზი და იმავე ნივთიერებების გადაგვარება იწვევს -გულის, სისხლძარღვების,არტერიების, თვალის, ტვინის ,ღვიძლის და სხვა ორგანოების დაზიანებებს. მუკოპოლისაქარიდები არიან——-კანში, ხრტილებში,ძვალში, შემაერთებელ ქსოვილებში, ლორწოში, ოფლში, შარდში. პირის ღრუ—-ლათინურად—cavum oris. მის ლორწოვან გარსში სამი შრეა ანატომიური———ეპითელური, საკუთრივ ლორწოვანი გარსი და ლორწოსქვეშა ფენა . საკუთრივ ლორწოვანი გარსი არის შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც შეიცავს——-მუკოპოლისაქაროდებს, გლიკოპროტეიდებს და ბოჭ კოების სიტემას——-კოლაგენი, არგიროფილუსი და ასევე უჯრედებს—ფიბრობლატებს, მაკროფაგებს, პოხიერ უჯრედებს. გლიკოზამინოგლიკანები რთული,პ ოლისაქარიდებია. ანუ ნახშირწყლებია. ისინი მკვიდრი და მაცოცხლებელი არიან -ძვლის, შემაერთებელი ქსოვილის, უჯრედშორისი სივრცეების. მათ წყლის შესრუტვის უნარი აქვთ დაავადებებამდე, ეს ბიოქიმიური რეაქციების სიჯანსაღისთვის უნიკალურია. შემაერთებელ ქსოვილზე როცაა საუბარი, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ეს ნივთიერებები ყველა ორგანოს ჯანმრთელობას განკარგავენ. რადგან შემაერთებელი ქსოვილი ორგანოთა მაკავშირებელია. გლიკოზამინოგლიკანები სახრის საპოხებია, რომ ჩონჩხმა პლასტუკურად იმოძრაოს. ისინი შედგება ჰექსამამინების , ჰიალურონის მჟავის და სხვა კომპონენტებისგან. გლიკოზამინოგლიკანები ადამიანებში, სასწაულ, სასიცოცხლო და სამოძრაო რეაქციებს ავითარებენ. ჰეპარინის, სულფატირებული გლიკოზამინოგლიკანი, ასევე არის ღვიძლში, კანში და ფილტვის სისხლძარღვებში. ის სიცოცხლისთვის, უჯრედის ჯანმრთელად არსებობისთვის, ორგანოს სიცოცლისუნარიანობისთვის, დააავადებების და მიკრობული ფლორის აცილებისთვის საოცრებებს ახდენს ბიოქომიურ რეაქციებში. ამ ნივთიერებების მექანიზმებს როცა განიხილავ; მეცნიერული კვლევებით აღმოჩენილ, ამ სასწაულს თუ ბოლომდე დააკვირდები, რა მიზანმიმართულად არის ჭკვიანი რეაქციების სახით ჩამწკვრივებული , სამყაროს წარმოშობის გონზე ძალიან ჩაგაფიქრებს. ჰიალურონის მჟავა ადამიანში არის——-ჭიპლარში, სისხლძარღვებში, არტერიებში, ხრტილებში,ძვალში სახსარში, შემაერთებელ ქსოვილებში. თუ ამ საქარიდების სისტემა არ არის მოშლილი ,ადამიანი ვერ მივა ვერც ქოლესტერინის სიჭარბემდე, ვერც არტერიების დაზიანებამდე, ვერც ინსულტამდე და შესაბამისად ვერ გულის სტენტირებამდე .ისინი ყველა ორგანოს უჯრედზე ბატონობენ. ეს არის თანამედროვე მსოფლიო მედიცინის ცოდნის კლასიკა და სანამ ეს არ დაინერგება და არ აღიქმება ყველა დონეზე ,სიკვდილობა , ავადობა და უიმედო მდგომარეობები სულ იქნება. ჰიალურონის მჟავის ცვლის მოშლა, არის ერთი დიდი მიზეზი , გულის დაავადების დროს სტენტირებამდე მისვლაში და საერთოდ, გულის დაავადებების მიღებაში. ეს მჟავა ადამიანის გარდა , სამყაროში მხოლოდ მოლუსკებშია. ბევრი ქრონიკული დაავადების დროს, მოლუსკები ამიტომ ითვლება უნივერსალურ საკვებად. პატარა ბავშვში ქონდროიტინის მჟავის წარმოქმნა სწორი ფიზიოლოგიური რეაქციებით თუ მიდის ძვალსა და ხრტილში, მაშინ მას ჯანმრთელი სახსრები და ზრდის დროს ადექვატურად მზარდი ძვლები ექნება. ასევე ხანდაზმულობაშიც. გლუკოზამინოგლიკანების საუკეთესო სასიცოცხლო ფუნქციებიდან არის—უერთდებიან ცილა ანტითრომბინს და თრომბის წარმოქმნა შეჩერებულია ორგანიზმში. ა ნუ ამ ნივთიერებების ადექვატური ბალანსი, თრომბირების , სწრაფი სიკვდილების , უამრავი დაავადებების არდამართების გარანტია. ყველა დაავადების გამწვაების მთავარი მექანიზმი სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევა და შესაბამისად,თრომბირების გაძლიერებაა. ამ მჟავების სრული რიცხვი და სწორი ცვლა , უდიდესი დაცვაა თრომბის წარმოშობისგან და თრომბოემბოლიური გართულებებიდან.
Cac არის კანის უნიკალური კოპმპლექსის მთავარი ნაწილი. ასევე ისაა კანის ქვედა ფენა, კოლაგენი და ელასტინი.. ეს სამი კომპონენტი ქმნის გარეუჯრედულ მატრიქსას, რომელსაც გადამწყვეტი, სასიცოცხლო ნიშნელობა აქვს, ქსოვილების აღდგენაში, სხეულიდან შხამების გამოძევებაში და თავისუფალი,კიბოს რადიკალების შეკავებაში, რომ მათმა არ შეაღწიონ ორგანიზმში. დადგენილია, რომ კიბოს თავისუფალი რადიკალები ,მარტო კიბოს არ იწვევენ. მათი უშუალო მიზეზით იწყება——დიაბეტი ,ჩიყვი.ასევე , კანის, გულის, ღვიძლის და ზოგი რამდენიმე დაავადება. თუ გარეუჯრედული მატრიქსის კომპლექსი პრობლემურია, შხამები და კიბოს რადიკალები ვერ შეკავდება, რომლებიც ორგანიზმისკენ მიდიან. ამ დროს აუცილებლად დაეცემა პაბა ანუ ბე10 ვიტამინი. რომელზეც ვრცლად უკვე ვისაუბრე, ამავე სათაურის სტატიაში. ასევე დაეცემა, ის უამრავი მინერალური , ვიტამინური და მჟავური კომპონენტი, რაც კანის აუცილებელი შემცველი და დამცველია. შესაბამისად, ასეთ პირობებში, ვერასოდეს ვერ მორჩება—– ვერც ვიტილიგო, ვერც დერმატიტი, ფსორიაზი და ალერგიები . ამ ფონზე კანის სიმსივნეები და საერთოდ სიმსივნეები ადვილად დამკვიდრდება. ამ გარეუჯრედულ მატრიქსის სისტემაში, შედის ჰიალურონის მჟავა , რომელიც დაბერების საწინააღმდეგო მთავარი მარკერია. ეს კომპლექსი თუ ძლიერ ბლანტია და მცირედ კუშვადი, სახსარი და ძვალი ხანდაზმულობაშიც მტკიცეა .მაგრამ, რაც კარდინალურად მნიშვნელოვანია და სიცოცხლის ხანგრძლივობის ადვილად დამჭერია, ეს მნიშვნელოვანი სამედიცინო ფაქტი არის ის, რომ თუ ეს კომპლექსი ჯანსაღია, მაშინ ადამიანს არ დაემაერთება არცერთი მძიმე დაავადება და არც კიბო. ეს მთავარი სასიცოცხლო მომენტია, რისი გააზრება ჯერ მედიცინაში ყველა დონეზე არ მომხდარა. ამის გამო, ხან დაავადებების მკურნალობა, არასწორ კონტექსტში, არასრულფასოვნად და პაციენტისთვის დამზიანებლად ხდება. მაგალითად, თუ ქიმიის გაკეთების შემდეგ , მალე გარდაიცვლება პაციენტი, ესე იგი ამ კომპლექსის მართვა საერთოდ არ მომხდარა. ეს კომპლექსი ოდნავ მოსულიერებული თუ არ არის, ქიმიას პაციენტის ღვიძლი ვერ გაუძლებს. ეს კომპლექსი არა მარტო კანში და სახსრის ხრტილშია, არამედ —გულის სარქვლებში, ფილტვებში,საძილე და გულის არტერიებში, ღვიძლში, ფილტვში, თვალში. სახსრის, კანის და ძვლის მკვიდრი, უნიკალური, სასიცოცხლო ელემენტების სისტემა რომ ირღვევა , მაშინ ხდება სხვადასხვა ორგანოების დაავადებები. ყველა ორგანოს დაზიანებაში, მთავარი ამ ნივთიერებების მოშლაა ანუ სახსრის , კანის და ხრტილის მკვიდრი ნივთიერებების.ამის გათვალისწინება რომ არაა დანერგილი, ამიტომ ვერ ხდება ეგზემის, ფსორიაზის, ვიტილიგოს და სხვა დაავადებების მორჩენა. თუ ეს სისტემა ბალანსირებული და მტკიცეა, ორგანოებზე მეტაბოლური შლაკები არ დალაგდება .მაგალითად , სისხლძარღვებში არ ჩალაგდება ჭარბი ქოლესტერინი და თრომბული მასები. შესაბამისად ,არ დეფორმირდება არტერიები და აღარ იქნება——–ტინიტუსი, თავბრუხვევა, წნევა, შაკიკი და სხვა. ადამიანის ყველა წუხილი, ჩივილი და პრობლემა დეფორმირებული, დათრომბილი და დაშლაკული არტერიებიდან იწყება. მაგალითად, დეპრესიას რამდენიმე მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი კი ,თუნდაც უმნიშვნელოდ ფორმაშეცვლილი და დაშლაკული არტერიის თრომბოზია. არტერიის ამ დეტალების ,დასკვნაში გამოტანა კვლევისას, ხშირად არ ხდება და მარტო სიმსივნეებზეა აქცენტები. ოდნავფორმაშეცვლილი არტერიებიდან კი იწყება ადამიანების დისკომფორტები და დაავადებები. ანუ თუ სახსრის , კანის და ძვლის კომპლექსი ნორმაში გაქვთ და მასში სასიცოცხლო რეაქციები სჭარბობს მაინც პათოლოგიურს, ეს იმას ნიშნავს , რომ სხვა ორგანოები არ დაგიზიანდება და არ გადაგიგვარდება. ამიტომ არის ყველა მძიმე დაავადების დროს, მათ შორის კიბოს დროს, სახსრის ჩივილი და პრობლემა .სახსრის და ძვლის მკვიდრი ნივთიერებები , როგორც სახსარს და ძვალს ამტკიცებენ, ისევე ამტკიცებენ———გულს, ფილტვებს, სისძლძარღვებს, არტერიებს და სხვა. არტერიების, კაპილარების და სისხლძარღვების რეალური გადრეკადება, ამ მექანიზმების გამოსწორებით იწყება. ეს არის ინსულტის, ინფარქტის, ანევრიზმის, უეცარი სიკვდილის, პერფორაციის მთავარი პროფილაქტიკის საიდუმლო. ზრდაზ ე რომ რამე გაიგოს ადამიანმა, მას, შემაერთებელ ქსოვილზე , რომელიც ძვალ-სახსართა თერაპიულ არეალში განიხილება წარმოდგენა უნდა ჰქონდეს. ყველა როგორც სასიკვდილო და მძიმე, ასევე ქრონიკული დაავადებები აქ ლოკალიზდება. მაგალითად, რევმატიული ართრიტი, მგლურა და ასე შემდეგ. შემაერთებელი ქსოვილი აკეთებს—მყესებს, იოგებს, კაფსულებს. ეს ქსოვილი , როგორც ავღნიშნე, ორგანოებს აკავშირებს, რადგან ორგანოებს შორისაა გადაჭიმული. ისინი ანატომიურად, ჯირკვლების საფუძვლებად დგანან. კიბო ლიმფის გზით განიტოტება. ჯირკვლების მდგომარეობაა ამის მაცნე ორგანიზმში. ეს ყველაფერი კი, ძვლის, სახსრის და შემაერთეველი ქსოვილის დაზიანების გარეშე არ განხორციელდება.ძვლის და სახსრის უნიკალური სასიცოცხლო სისტემა ანუ მისი ნივთიერებები თუ არ დეგრადირდა, კიბო არ მანიფესტირდება. კიბო არ დაგემართება. კარგი ონკოლოგი მეტასტაზს, პირველად ძვალში აკვირდება. შემაერთებელი ქსოვილების ფუნქციებია1——ტროფიკა ანუ უჯრედის მომარაგება საკვებით. უჯრედის დაცვა, ანტისხეულების წარმოშობა და ფაგოციტოზი. -აღდგენის და გაცოცხლების ფუნქცია. გლიკოზამინოგლიკანის 4 ჯგუფია. ჰეპარანსულფატი, დერმატანსულფატი, ქონდროიტინსულფატი, კერატანსულფატი. დერმატანსულფატი მყესში და იოგშია. ქონდროიტინსულფატი ხრტილშია. კერატანსულფატი თვალის რქოვანაშია. ჰეპარანსულფატი , ორგანოების უჯრედების მემბრანაშია . ადრეც მითქვამს ,მაგალითად ქალის საშოში ბაქტერიასთან ბრძოლა ვაგინალური სანთლით—–უმწეობაა. ბაქტერიული ფლორით სხვადასხვა ორგანოს დაბინძურებას სხვადასხვა რამდენიმე მექანიზმი აქვს. ისიც რომ განზე გადავდოთ, რომ დაბინძურებული სისხლი და ლიმფა სანამ მათი ასენიზაცია არ მოხდება იმუნიტეტის აწევით-, ისევ მოიტანს ახალ წრეზე ახალ ბაქტერიებს. ასეც ხდება——–ბაქტერიის რამდენიმე სახეობა ქმნის —ჰიალურონიდაზას. დაბალი იმუნიტეტის ფონზე , პათოლოგიური ანთებადი მდგომარეობის დროს, ის ჰიალურონის მჟავას ანაწევრებს. დაშლილი მჟავა შემაერთებელ ქსოვილში ბაქტერიებს სწრაფად ავრცელებს. ორგანო ასე მოითესება ბაქტერიებით. გართულებები ამ მექანიზმით ხდება ხშირად.
შემაერთებელი ქსოვოლის გლიკოპროტეინებია —-1—-ფიბრონექტინი. ის მთავარია უჯრედის შექმნაში. ჩასახვის და ნაყოფის ფორმირების დროს, ის არ უნდა იყოს პრობლემური, რომ ჯანმრთელი სიმაღლის ბავშვი დაიბადოს და გაიზარდოს. კიბოს დროს, უჯრედში აღარ არის, ფიბრონექტინის წარმოქმნის და ფუნქციის უნარი. ძალიან ბევრი დაშლილი ამინომჟავური კომპლექსების აწყობას უნდა ეცადოს ძალიან ძლიერი ექიმი, რომ ეს უნარი აღადგინოს და სიცოცხლის შემოშვება დაიწყოს ღვიძლმა სხეულში. 2—-ლამინინი ორგანოთა უჯრედების მემბრანაშია. ის უნდა იყოს ჯანსაღ მდგომარეობაში, როცა ჩანასახის ფორმირება ხდება უჯრედში და კოდირდება სიმაღლეც და ძვალსახსართა სისტემა. თანამედროვე მედიცინა უკვე ახერხებს ფიბრონექტინის წარმოქმნის უნარის აღდგენას. მაგრამ, ეს მხოლოდ ამინომჟავების დარღვეული ბალანსის , ნატურალურად აღდგენის ხარჯზე ხდება.
ადამიანის ჩონჩხში 206 ძვალია. ხრტილი, ძვლის თავზეა მოათავსებული. ის ძირითადად ცილაა. იოგებიც ცილაა. ჩანასახი პირველ თვეებში ,მხოლოდ ხრტილს შეიცავს. მომდევნო თვეებში ნაყოფის ხრტილი ძვლით იცვლება. ბოლოს ჩონხი ძვალდება, ხოლო ხრტილები რჩება სახსარში, ცხვირში და ნეკნების ბოლოებზე. ახალშობილს ძვალზე ხრტილოვანი ფირფიტები აქვს. 25 წლიდან ეს ფირფიტები მთლიანად ძვალდება. ამ დროის ძვლის ზრდა სიგრზეში ჩერდება, ხოლო სისქეში სიცოცხლის ბოლომდე მიდის. ძვლის 50 პროცენტი წყალია. 16 პროცენტი ცხიმი,13მ დე ცილაა. ორი პროცენტი მინერალებია. ძვლის ტვინში სისხლის წარმოქმნა მუდმივად მიდის. ნაყოფს, ძვლის წითელი ტვინი აქვს. ახალშობილს ძვალში ყვითელი ტვინი უჩნდება. ჯანმრთელი ძვალი, ხრტილის გარეშე არ არსებობს. ძვლის სიგრძეში ზრდა ხრტილის გარეშე ვერ ხდება. ხრტილები სხვადასხვა ტიპისაა. 1—ბოჭკოვანი, რომლებიც არის —–ბოქვენში, მალებში, გავა-კურდუსუნში და სახსარშიგა დისკოებში. 2—–ჰიალინური—რომლებიც ძვლების სასახსრე ზედაპირებზე და ნეკნების ხრტილებშია. 3-ელასტიკური, რომლებიც სასუნთქი სისტემის და სმენის გზების კედლებს ქმნიან.
ზრდის შეჩერებაში მსუბუქად იქნება თუ გენეტიკურ ჩარჩოში მოქც ეული, მედიცინა გამოყოფს შემდეგ მიზეზებს 1——ჰორმონების ურთიერთბალანსის დარღვევა. რაც მყარად არის არა მარტო ამ დროს, ნებისმიერი გართულებული დაავადების დროს. ჰიპოფიზის , პანკრეასის და თირკმეკლზედა ჯირკვლის ჰორმონები მთლიანად აკონტროლებენ ადამიანის ზრდას და გონებრივ გავითარებასაც. 2———სომატოტროპინის ანუ ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზოგს ჰგონია, ეს ჰორმონი რომელზეც ბევრჯერ დეტალურად მისაუბრია, მარტო ზრდას აკონტროლებს. ის დაცემულია ყველა გართულებული დაავადების დროს. ადამიანის გამოჯანმრთელებაში ნებისმიერი დაავადების დროს, პირადად ჩემი აქცენტი უპირველესად მასზეა. თუ დაბალია ის, არის პრობლემები. რაც უფრო დაბალია მით უვარგისი ხდება ორგანო და ამოსაკვეთი. სიმსივნის დროს დაცემულია. არასოდეს არ ვნიშნავ ხელოვნური ფორმით. მინერალური შევსებების და და დარღვეული ცვლების დარეგულირების შემდეგ ის მატულობს და ადამიანებიც ჯანსაღდებიან სხვადასხვა დაავადებებისგან. როცა ამინომჟავები შედარებით დასტაბილებას დაიწყებენ ,თავისი შემადგენელი -მჟავეების , მიკროელემენტების, ვიტამინების , ფერმენტების დარეგულირებით, სომატოტროპინიც იმატებს და ადამიანი ჯანმრთელდება. უამრავჯერ ვნახე პრაქტიკაში ამის მაგალითი და არასოდეს ვნიშნავ ამიტომ ხელოვნური ფორმით ,რომელის შედეგი დროებითია. მაგალითად საშვილოსნოამოკვეთილი პაციენტი ჩემთან რომ მოხვდება სხვადასხვა დაავადებით, თავიდან მითქვამს შენი სომატოროპინი 0,1 იქნება და მართლაც დადასტურებულა ანალიზით. შემცირებული სომატოტროპინით ბევრი ბავშვი იბადება, შესაბამისად, ამის გამო თიმუსის ჯირკვალი პრობლემურია. ამის გააზრება და საბაზისო მკურნალობა ხშირად არ ხდება. ამის გამო ბავშვები ძალიან ბევრ ანტიბიოტიკს იღებენ, ინფექციების განმეორებადობის შემთხვევებში. დაბალი სომატოტროპინისა და ამის ფონზე თიმუსის ჯირკვლის დამუხრუჭებით ,ბავ შვებს ხშირად ემართებათ—ბრონქიტები, ფიკლტვების ანთებები, ხშირად ცივდებიან. დაბალი დონის უხარისხო პედიატრიული მეთვალყურეობა ნიშნავს, რომ ადამიანი მთელი ცხოვრება იავადებს სხვასასხვა დაავადებებით და ხანმოკლე სიცოცხლე ექნება. თუ ამას ყველა გაითვალიწინებს კარგი იქნება. გამოცდილმა ექიმმა სისხლის საერთო აანალიზის აკადემიური გააზრებით ,შეიძლება სომატოტროპინის რიცხვი გამოიცნოს და ამ რთული და მაღალ ფასიანი ანალიზის გაკეთებისგან ადამიანს შეღავაღთი მისცეს. ჩვენს დაბალ ეკონომიკურ პირობებში ასეთი საუბარიც დასაშვებია. რაც დაავადებებიც სჭირს ადამიანებს ,ყველაფერი არასრულფასოვანი პედიატრიული მეთვალყურეობის ფონზე ,მეტაბოლიზმის მოშლით, ხელოვნური კვებით და ქიმიურ წამლებზე აქცენტირებით აქვთ მიღებული. 3——ჯანსაღი კვება არის სიცოცხლის ხარისხის გადამწყვეტი. საგანგაშო მდგომარეობაა ნატურალური კვების საკითხი. რაც თუ არ გაუმჯობესდა, მოსახლეობის ჯანმრთელობა კიდევ უკან წავა. რაქიტის აკადემიური მეთვალყურეობა, ეროვნული დონის პროგრმაა აუცილებლად უნდა გახდეს. ეს ორია ადამიანების გადარჩენის და გაჯანმრთელების მთავარი საფუძველი. ნებისმიერი დაავადების მთავარი მიზეზი ზრდასრულობაში———–ბავშვობაში გადატანილი და არანამკურნალები ატიპური რაქიტია.ზრდასრულობაში, მეტაბოლიზმის ნგრევა და მეტაბოლური დაავადებები უცებ არ იწყება. უკვე პლასტმასის მჭამელი თაობა გავხდით. კიბოს რიცხვის მომრავლება არ არის გასაკვირი. სიცოცხლეს როგორ შევქმნით და შევინარჩუნებთ, ხელოვნური , გენმოდიფიცირებული საკვებით. მასიურად უნდა შეეწყოს მოსახლეობას ხელი ,პატარა ნაკვეთების საყიდლად, რომ ნატურალური პროდუქტები მიიღონ. ტყუილია რეკლამები, თითქოს ,არაჟანი ნატურალურია და აჩვენებენ ძ როხას. ეს ყველაფერი რაც იყიდება რძის ფხვნილისგანააა დამზადებული. დაავადებული ადამიანების და პატარებისთვის, მაინც უნდა გახერხდეს ნატურალური პროდუქტების შეძენის ადვილი შესაძლებლობები. ეს სასიცოცხლოა. ამაზე უკეთეს სიკეთეს ვერცერთი მთავრობა ვერ იზამს. ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობა, მთავარი ეროვნული პროგრამა აუცილებლად უნდა გახდეს. დამტკიცებულია მეცნიერულად, რძის ფხვნილისგან დამზადებული პროდუქტები პანკრეასის კიბოს უდიდეს შანსს ქმნიან .პანკრეასის კიბოს დიდი პროცენტი , უკვე ექოზეც ვერ იკვეთება. მაწონი უნდა დაუმზადოთ შვილებს, ისიც ხელოვნური , რომ არ ჭამონ. ფართობი იქონიეთ ფხალი და მწვანილი მოიყვანეთ. კიბოს ასაცილებლად ყველზე საუკეთესო გზაა——კომბოსტი, ფხალი, მწვანილი, ჭარხალი, ბოლოკი, ხახვი, ნიორი პომიდორი კიტრი , ხილი და სხვები ბუნებრივად მოყვანილი. ბევრი ამბობს კომბოსტოს ძნელად ვიტან გაზებს აგროვებს და მბერავსო. ადრეც ავხსენი, კომბოსტო კიბოსთან მებრძოლი უნიკალური პროდუქტია. ის მხოლოდ ბერავს და გაზებს უგროვებს, იმ ადამიანებს ვისაც ღვიძლის ფუნქციური უკმარისობა აქვს. ის იბრძვის ონკოლოგიური რადიკალების და მავნე შხამების გამოსაძევებლად. კომბოსტოსგან გაზების მოჭარბება იმუნიტეტის ბრძოლაა დაშლაკული ორგანიზმის გაასაწმენდათ. გაზები მონელების პროცესის დარღვევიდან მიღებული ჭარბი ამინომჟავების აფეთქებაა, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს და ატყობინებენ, რომ ღვიძლი სრულყოფილებიდან ძალიან გადახრილია. კომბოსტოსავით სიდამპლის გამოსატანად ვერაფერი ვერ იბრძვის. ნატურალური კვება თუ არ დაინერგა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო შემცირდება. ამინომჟავების გრაფიკული ფორმულები ხელოვნური კვების ფონზე იშლებიან. მათი ფორმულების გარაფიკული მდგრადობა და შემადგენელი ფიზიოლოგიური რეაქციების უნაკლოდ მიმდინარეობა, არის სიცოცხლის და არსებობის მთავარი პირობა. ფიბრონექტინის და მისი მსგავსი, კიბოს ამცილებელი ნივთიერებების შექმნის უნარს, ქიმიური მედიკამენტები კი ვერ ქმნიან, არამედ მათი მასტიმულირებელი, მხოლოდ ნატურალური კვებაა და შედეგში ამომიმჟავური რეაქციების და ფორმულების მდგრადობა. ექიმებმა ის მაინც უნდა ვიცოდეთ, რა ქმნის სიცოცხლეს და რა ქმნის სიკვდილს. დიეტა ჯანსაღი ნუტრიციებით უნდა იყოს გათვლილი და გაჯერებულ ი და არა სიცოცხლის შემზღუდავი ხელოვნური საკვებით. თუ დანიშნულ კვებაში ნუტრიციულად ზუსტი გათვლები ვერ კეთდება, მეტაბოლური დიეტის დროს სიმსუქნის შემთხვევაში, ის მაინც უნდა გავაკეთოდ , რომ არ დაინიშნოს სოსისი, ხლებცი და მსგავსები. რაც სამწუხაროდ, ხდება. მეტაბოლური დიეტა ,მარტო ცხიმის და შაქრის შეზღუდვა არ არის. ამინომჟავების დარღვეული გრაფიკების აღსადგენად, რაც პირდაპირი მიზეზია დაავადებების და სიკვდილის, მათ ნატურალური საკვები ესაჭიროებათ. სიცოცხლე მოდის ნატურალური საკვებიდან. ხლებცის ფანერკა და დღეს რაც ხარისხის სოსისებია, არ დაეხმარება ადამიანებს სიცოცხლისთვის. რეალური ნუტრიციული დიეტა სიცოცხლის საფუძველია. ზომიერება და ხარისხია საჭირო. პურის აბსოლუტურად ამოღება არასწორია. შავი პური შეუცვლად ამინომჟავებს შეიცავს. მეცნიერული დიდი ხნის კვლევებით ხორბლის ღივებში აღმოჩნდა ყველაზე მეტი სიცოცხლის საწყისი. ამიტომ არის კიბოს მკურნალ მედიკამენტებში და კურსებში ხორბლის ღივების გამოყენება.ვის დაეხმარება დღევანდელი, ზოგიერთი ნაგვის სუნის სოსისი, რომლის დაყნოსვაზეც კი პანკრეასი შოკში ვარდება , მძაფრ რეაქციას აკეთებს და გულის რევის შეგრძნებას ავითარებს. შაქრის სრული ამოღება დაუშვებელია. ის უნდა შეიცვალოს ქოქოსის შაქრით ან სტევიათ. სწორი, ზომიერი, ნატურალური კვება აშენებს ჯანმრთელ ორგანიზმს. იმედგადაწურული ადამიანები ,რამდენჯერ მარტო კვებით მოგვირჩენია. ოღონდ ცოცხალი და ნატურალური საკვებით. . 3—-ტერნერის სინდრომი , რომელიც უფრო გოგონებშია 4—საკვების შეწოვის დარღვევა, დიზბაქტერიოზი, არა მარტო ზრდის შეჩერების არამედ ყველა დაავადების ერთი დიდი მიზეზია. 5-გენეტიკა, რომელიც შეიძლება დახვეწო ჯანსაღი კვებით , აქტიური ცხოვრების რეჟიმით და მოძრაობით. ასევე ორგანიზმის ფიზიოლოგიის სწორი მართვით ექიმის მიერ .გენეტიკურად მიღებული ფიზიკური კონსტიტუციის ტიპი, შეძლება გარდაქმნა, სპორტით და ჯანსაღი კვებით. 6—სხვა ორგანოებ ის დაზიანება. 7—-დედის და ნაყოფის პრობლემები—–დედის ქრონიკული დაავადებები;დედის ცუდი კვება და განცდები; საშვილოსნოს ინფექციები; მავნე ჩვევები, ფარისებრის პრობლემები ;სამშობიარო ტრავმა და სხვა. ეს პრობლემები პირველადი ჯანდაცვის რგოლის უკონტროლობის გამოა.
დაავადებები რომლებიც ძვლის და ხრტილის დაზიანებით მიდიან.
ქონდროდისტროფია—ხრტილის წარმოქმნის დარღვევაა. Chondros–ბერძნულად ხრტილია. მედიცინა მის მემკვიდრეობითობას აღიარებს . მაგრამ, როგორც ავღნიშნე, მისი მანიფესტირების და უმკურნალოდ დატოვების შემდეგ, იყო შემთხვევები, , რომ ის იყო რაქიტის მძიმე ფორმა და თვიდანვე შესაბამისი მკურნალობა სჭირდებოდა. ქონდროდისტროფია მუკოპოლისაქარიდების მეტაბოლიზმის დარღვევაა. ჯამში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი ზიანდება; სიდაბლეა, ოსტეოპოროზია, გული ზიანდება; თვალის რქოვანა შეიმღვრევა;. ესაა იგივე აქონდროპლაზია. რა ფორმაც არ უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში ექიმმა უნდა იბრძოლოს. დაუმარცხებელი არაფერია. არც კიბო. მთავარია ფიზიოლოგიური რეაქციების გამოსწორება, ჰორმონების და ფერმენტების კონტროლი. ყველაფერი ექვემდებარება გამოსწორებას და გაუმჯობესებას. მაგრამ, არაფერი შედეგი არ იქნება ,სწორი და ნატურალური კვების გარეშე. ამინომჟავების სწორ გრაფიკას ,მხოლოდ ნატურალური კვება აყალიბებს. მათი სწორი გრაფიკა ქმნის დიდხანს სასიცოცხლო, სწორ დინამიკურ რეაქციებს .
შვახმანის სინდრომი——–მემკვიდრულია. ამ დროს პანკრეასის განუვითარებლობაა. ასეთი დაავადებები ბევრი არსებობს. მხოლოდ, რამდენიმე შევარჩიე . ტექსტი არ დაიტევს ყველას . შვახმანი სპეციალურად ავარჩიე. დიდი ხანია ვაკვირდები, რომ პანკრეასის პრობლემა არა მარტო შვახმანის დროსაა დომინირებული. დაბალი დონის მედიცინაში პანკრეასის პრობლემა, რომელიც თითქმის ყველა დაავადებას ამწვავებს , ძალიან მწირადაა აღქმული და გაგებული. მით უმეტეს მკურმალობაში გათვალისწინებული. ამ დაავადების დროს ჰიპოპლაზიაა, რის ფონზეც თავის ტვინის და ჩონჩხის ძვლების ფუნქციების მოშლაა. მიდის გამოკვეთილი ნეიტროპენიით. ნებისმიერ ,თუნდაც არაძვლოვან და ხრტილოვან დაავადებებზე პანკრეასის ჰორმონები ბატონობენ. პანკრეასის ჰორმონები და ფერმენტები ქონდროდისტროფიის დროსაც ძალიან პრობლემურია. ასეთი დაავადებების დროს, ბავშვებში ძალიან ხშირია ტუბერკულოზი.
პურლერ-პფაუნდლერის სინდრომი—–მემკვიდრეობითი ლიპოქონდროდისტროფიაა. უჯრედები ვერ ახორციელებენ მუკოპოლისაქარიდების მეტაბოლიზმს. ახასიათებს–ფორმაშეცვლილი თავი, დიდი ნესტოები, სქელი ტუჩები, ცხვირის დაბალი ძვალი; ყურის ბიბილოს დეფორმაცია ;სქელი კანი, მღვრიე რქოვანა, სიყრუე, გონების პრობლემა;,ზრდაში ჩამორჩენ, კიდურები მოკლე, ხერხემლის დეფორმაცია, მუცელი დიდი. ზუსტად მსგავსია—ჰუნტერის, სან-ფილიპოს ,მორქიოს, შეიეს, ტუუქს-ლემიოს სინდრომების. ამ სინდრომებთან შედარებით, ქონდროდისტროფიის დროს, ხან იმდენად კარგია ბავშვები გონებრივად, რომ გულდასაწყვეტია, თავიდანვე რაქიტის მძიმე ფორმის, მკვეთრი იზოლირება , დადასტურება და მკურნალობა არ მოხდა და ბავშვი გამოხატული სიდაბლით გამოირჩევა.
პედიატრიული მეთვალუყურეობის დაბალი დონე დიდი დანააშაულია. არ შეიძლება სანიტარულფაკულტეტდამთავრებულმა სამსახურში ფული გადაიხადოს და იჯდეს პედიატრად. რისი მაგალითებიც უამრავია ამ ქვეყანაში. ეს აუცილებლად აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე. იმდენად სასიცოცხლო და ამოუწურავი თემაა, იძულებული ვარ ისევ რაქიტზე გადავერთო. გავითარებადი ქვეყნების ჩამორჩენილობის უბედურება ის არის, რომ რაც მარტივი ჰგონიათ, ის არის ყველაზე მეტად სიცოცხლისშემზღუდავი. რაქიტზე ეჭვის გარეშეც ,ბავშვის ფსიქომოტორული განვითრების დეტალებზე დინამიკური დაკვირვება მოთხოვნაა უმკაცრესი. ამისთვის ბავშვის ძვალ-კუნთოვანი და ნერვული სისტემის ანატომიურ-ჰისტოლოგიური და ფიზიოლოგიური ინდივიდუალური თავისებურებები ზედმიწევნით უნდა შეფასდეს და არა ზერელედ. ეს სასიცოცხლოა. დღევანდელი საშინელი ეკოლოგიის ფარგლებში , რაქიტის გარეშე თითქმის აღარ არსებობენ ბავშვები. მაგრამ, ახლა რაქიტი ატიპურად მიდის. მაგალითად, შეკრულობით ბავშვი—- რატიქის გამოხატულებაა—– ევროსტანდარტით. რადგან, შეკრულობა მეტაბოლიზმის მძიმე მოშლაა. რაქიტი კი მეტაბოლიზმის მოშლის მთელი პანორამაა. ასევე მეტაბოლიზმის მოშლის სრული პანორამაა ზრდასრულებში—— სიმსუქნე, ნაღვლის ბუშტის დაავადება ,ღვიძლის გაცხიმოვნება, ქოლესტერინის სიჭარბე და სხვა. დაბალი შაქარი, ბ ავშვებში რაქიტის გამოხატულებაა. ბავშვებში— კიფოზები, სქოლიოზები, ლორდოზები, ხშირად იზოლირებულად რომ განიხილავენ, რაქიტის ფონის გარეშე არ არსებობენ .თუმცა ამ დროს მალების ტუბერკულოზიც უნდა გამოირიცხოს. ეს ახლა ძალიან ხშირია და ამიტომ ხდება მორჩენის გახანგრძლივება. რადგან , საბაზისო პრობლემას არ ექცევა ყურადღება. ამ ეპოქაში ტუბერკულოზებიც ატიპურად მიმდინარეობს . სიცხეები და სიგამხდრე საჭირო არ არის. სკოლის ასაკში მხრის ხშირი ამოვადრდნილობები რაქიტის ფონის გამოა. თითების შემსხვილება, რაც მშობლებს უხარიათ— ჯიჯგვი თითები აქვსო, რაქიტის ტიპური ნიშანია და პედიატრიაში სტანდარტული აკადემიური აღნიშვნით—- ტოტის მარგალიტის ასხმულას ვეძახით. ახალშობილობიდან უნდა ვზომოთ პერიოდულად, ბავშვის –გულმკერდის, თავის ასევე, მუცლის, მხრის , ბარძაყის, წვივის გარშემოწერილობა და სხვა მსგავსი პარამეტრები. შეიძლება სხვა რამე არ იპყრობდეს რაქიტის დაფიქსირებაში დიდ ყურადღებას ,მაგრამ , ამ პარამეტრების გადახრა ყოველთვის მიგვანიშნებენ რაქიტულ ვითარებაზე. ინდექსები და ფორმულები არსებობს .უნდა ჩავსვათ და ვიწეროთ.როგორც ზრდასრულ ჭარბწონიან ან ჭარბქოლესტერინიან ადამიანს ვუკონტროლებთ მეტაბოლურ მექანიზმებს და მკურნალობას და კვების შემადგენლობას ამაზე ვაგებთ. ასევე აბსურდია ,ამ მექანიზმების თვალთვალის გარეშე, პედიატრიულ კონტიგენტში მეტაბოლიზმის რეგულირება. რადგან დღევანდელ ეკოლოგის ფარგლებში, ატიპური რაქიტის ან მეტაბოლიზმის სხვა მიმართულების დარღვევები ს რიცხვი ბავშვებში ძალიან დიდია. მის გარეშე ბავშვი, თითქმის, აღარ არსებობს. მაგალითად, როცა თავიდან ჩემი კონტროლის ქვეშ არის ჩვილი-რეფლესების, ანალიზების და სხვადასხვა დაკვირვების საფუძველზე ვადგენ კონკრეტულად რა მინერალების გადახრა აქვს. კვების შედგენისას ვითვალისწინებ ამ ინგრედიენტის შემცველ საკვებს. თუ უსწრაფესი შედეგი არ გამოიკვეთება, ემატება მედიკამენტის სახითაც. პედიატრიაში ამ პარამეტრების სარეგულირო სხვადასხვა ფორმულები და ინდექსები გვაქვს. რომლებიც უნდა გამოვიყენოთ და ვაკონტროლოდ ბავშვის ზრდის დროს. სხვანაირად ჯანმრთელი ბავშვი ვერ გაიზრდება. ვიმეორებ ეს მარტო რაქიტის დროს კი არა, კლასიკური ეითროფიკის ანუ სამაგალითოდ ჯანმრთელი ახალშობილის დროსაც ასე უნდა გაკეთდეს. ასევე ვაკონტროლოდ ,გლიკემიური მრუდი. კვება უნდა იყოს ნატურალური . სხვანაირად უპრობლემო სიცოცხლე არ იქნება. ნუტრიციულად უნდა, ზუსტი კვების გამოყვანა მინერალების მდგომარეობის გათვალისწინებით. არ შეიძლება ჩვილი ბავშვებისთვის, დე ვიტამინის ორი წელი ბრმად მიცემა. მინახია ჰიპერდევიტამინოზით გაჩერებული თირკმლები ბავშვებში . ზრდის პრობლემის მქონე ბავშვს ,ასევე ნებისმიერ დღევანდელ მოზარდს ჩვილობიდან უნდა ტუტე ფოსფატაზას კონტროლი. რომლის დარღვევა ძალიან ხელსშემშლელია ზრდაში. ტუტე ფოსფატაზა ღვიძლის ფერმენტია. ის უჯრედის მემბრანაშია და ფოსფორის ტრანსპორტს აკეთებს. ფოსფორის მნიშვნელობაზე რაქიტის, ზრდის და საერთოდ სიცოცხლსთვის , ბევრჯერ მითქვამს და დაბლა კიდევ ვიტყვი. ძვლის ზრდა ტუტე ფოსფატაზის გარეშე ვერ განხორციელდება. ამიტომ, ზრდის პრობლემების დროს, ის ,ბავშვებში , გამოხატულებაში ცხოველდება კიდეც. ხოლო ზრდასრულებში , მისი ანალიზურად გაცხოველების დროს, ღვიძლის ციროზი უნდა ვ ეძებოთ ან ძვალში სხვა პათოლოგიური პროცესები. დიდებში ტუტე ფოსფატაზა სწრაფად იმატებს ნაღვლის სადინარების ძლიერი ანთების დროს. ევროსტანდარტით და მითითებით , ბავშვი რომ ზრდაში ჩამორჩება, უნდა ვაკონტროლოდ პერიოდულად და ზედმიწევნით -ჰიპოფიზი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ღვიძლში პარაზიტები, ჯირკვლებში პარაზიტები; ჰიპერპარათირეოიდიზმი ,ფარისებრი ჯირკვალი. . დავაკვირდეთ ლოგიკურად, ევროსტანდარტი და ამერიკული კვლევების დასკვნები ,ახლა უკვე მოითხოვენ ზრდაში ჩამორჩენის დროს ღვიძლის გაკონტროლებას. ამ აზრამდე ძალიან დიდი ხანია მივედი. არ არსებობს დაავადება, დაზიანებული ღვიძლის დიდი მონაწილეობის გარეშე.
ტუტე ფოსფატაზა კიბოს მარკერია. კერძოდ, ღვიძლსა და ძვალში მეტასტაზების. ტუტე ფოსფატაზა იმატებს——რაქიტის დროს, ფარისებრის პრობლემების, ციტომეგალიის, მონონუკლეოზის ,ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს. ტუტე ფოსფატაზა შემცირებულია–ჰიპოთირეოზის, ცილების დაქვეითების ,თუთიის და მაგნიუმის დაცემის ;ძვლის პრობლემის——ქონდროპლაზიური და ცე ვ იტამინის დეფიციტის. ასევე ,შემცირებულია— ცუდი კვების, ნაღვლის კენჭის,პანკრეატიტის, თირკმლის კიბოს დროს. იმატებს ცხიმიანი საჭმლის ჭამის შემდეგ. ძირითადად, ტუტე ფოსფატაზა არის ძვლის , სიმაღლეში ზრდის, ღვიძლისა და თირკმლების შესაფასებელი. ზრდაში პრობლემური ბავშვი ტუტე ფოსფატაზას ცვლის დარეგულირების გარეშე ვერ გაიზრდება. დე ვიტამინი და კალციუმი უნდა კონტროლდებოდეს . ასევე კორტიზოლი. ასევე, ის ამინომჟავები ,რომლებიც კორტიზოლს და ფარისებრ ჯირკვალს მართავენ და მწყობრში მოყავთ სიმაღლეში ზრდის პრობლემა. უკვე დაზუსტებულია ამ ამინომჟავებისა ბუნება და დასახელება. საჭიროა არა მარტო ძვლით პრობლემური ბავშვისთვის და ასევე ზრდასრულისთვის ,ყველასთვის—- ფოსფორის კონტროლი. ხოლო რაქიტის და სიმაღლეში ჩამორჩენის დროს ფოსფორის კონტროლი სასიცოცხლოა. ფოსფორის ნაკლებობის დროს ძვალი ზიანდება და მისი სიგრძეში ზრდა ფერხდება. ფოსფორის ნაკლებობა ფსიქიკას აზიანებს. იწვევს შფოთებს, აგზნებეს, დეპრესიებს. ფოსფორი კალციუმთან უნდა იყოს პროპორციებში .თუ ფოსფორი კალციუმზე ორჯერ მეტია, არტერიები სქელდება და ზიანდება. საჭიროა მისი ნორმაში ყოფნა და არა გადაჭარბებული რაოდენობა. ფოსფორი და კალცი დაცემული დე -ს დროს არ შეიწოვება. ფოსფორის სრულფასოვანი ცვლის აღდგენის გარეშე,, ბავშვი სიმაღლეში არ გაიზრდება. ფოსფორი არის—ნიგოზში, მარწყვში, ქათმის კატლეტში, ოქროს თევზში, ბარდაში, ლობიოში, სიმინდში, საფუარში, ყველში, ჩირში, ნიორში, ხილში, გოგრის კურკაში, მზესუმზირაში, სოკოში, კვერცხის გულში, სკუმბრიაში, სარდინში, კეფალში, ხიზილალაში, ღვიძლში, გულში, ხორცში. ფოსფორი—ადამიანის ძვალშია, ცილებში, ნერვულ და ტვინის უჯრედებში; დეენემში , ერენემშია, ფოსფოლიპიდებშია. ფოსფოლიპიდების სასიცოცხლო ღირსებებს ფოსფორი ქმნის. ის წარმოქმნის უჯრედების მემბრანებს. თირკმელი მისი ნორმის გარეშე ვერ მუშაობს. ტვინი ნულია მის გარეშე. სახსარი და ძვალი გამოთიშულია. ის ძვლის სუნთქვაა. ლათინურად ფოსფორი სინათლის მატარებელს ნიშნავს. მას შეაქვს ძვალში სიცოცხლე და სინათლე. ძვლის ჯანმრთელობისთვის და ზრდისთვის ასევე ოქროს წონის მნიშვნელობა აქვს-ქლორს . ქლორი უნივერსალური მინერალია. მასზე ძალიან ბევრს ვსაუბრობ. განსაკუთრებით— შაკიკის , კუჭ-ნაწლავის და შეშუპებების თემებში. ის ერთი აუცილებელი კომპონენტია, რომლის ბალანსის გარეშე მ ჟავა-ტუტოვანი წონასწორობა ვერ აღდგება. ბავშვი ვერ გაიზრდება ჯანმრთელი, თუ იონური წონასწორობა ასაკობრივი გრაფიკის ფარგლებში არ იქნება. ეს წონასწორობა კი, ბევრი მინერალის და ვიტამინის ნორმის გარეშე არ დამყარდება. მათ შორის ქლორი უპირატესი მნიშვნელობისაა. ქლორი, გოგირდი და ფოსფორი, ბევრი ბიოქომიური პროცესების ნორმის გარანტი არიან. განსაკუთრებით საჭიროა მათი ნორმა, აზოტოვან და ამიაკის ცვლაში, რომელი ცვლის დარღვევაც არის, დაზიანებული ღვიძლის—საკუთარ ტვინზე და სისხლძარღვებზე ტოქსიკური ზეწოლის რეალური გარანტი. რისი უშუალო შედეგიცაა—წნევა, თავის ტკივილები, შაკიკის შეტევა , თავბრუხვევა და სხვა. ეს მექანიზმები უამრავჯერ მაქვს ახსნილი. ღვიძლში დარღვეული პროცესებისგან მუდმივად ხდება ტვინის ინტოქსიკაცია. ღვიძლი თრომბების სამჭედლოა. არ არსებობს ინსულიტიანი ,რომელსაც დაზიანებული ღვიძლი არა აქვს, რომელმაც სწორედ ,დინამიკურად გამოიწვია ეს ინსულტი. სანამ დაზიანებულად ,მარტო ასციტის დროს შევაფასებვთ ღვიძლს, როცა მუცელი წყლით გაივსება, მანამ ინსულტების რიცხვის შემცირება არ მოხდება. ზუსტად როგორ ხდება ეს ანუ აზოტოვანი, ამიაკის და სხვა ცვლები -უამრავჯერ ავხსენი დეტალებში.სამწუხაროდ ხშირად ამ დეტალების გააზრება არ ხდება და ეს მდგომარეობები მარტივად , აზროვნების გარეშე ნევროზად ფასდება. თუ ღვიძლის ყველა ფუნქცია ნორმის ფარგლებშია , ძვლის ზრდას ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. ხრტილის დაგვიანებული მომწიფებაც კი. ზოგი ცენტრის რეკლამას რომ ვუყურებ , ვხვდები რა დაბალი დონის წარმოდგენებია და ცრუ დაპირებები ძვლის დაგვიანებული ზრდის განხორციელებაზე. მითუმეტეს პათოლოგიური ვარიანტების დროს
. ახლა დავაკონკრეტებ იმ ამინომჟავებს, რომელთა დარღვეული ცვლა არის ძვლის ზრდის შეფერხების მთავარი მიზეზი და ადგილი. ამ ამინომჟავების ცვლის, ჩვილობიდან რეგულირება არის გარანტი, , რომ პათოლოგიური, გენეტიკური ვარიანტებიც საგრძნობლად გაუმჯობესდეს. ურთულესია ცვლის რეგულირება. ეს დაკლებულის შევსება არ არის. ელასტინი– რომელიც ბოჭკოვანი ცილაა და სახსრის და ძვლის სასიცოცლო ნაწილია; ასევე ფილტვის, და მისი ცვლის დარღვევისას, ფილტვი ძალიან ზიანდება—შეიცავს ალანინს .ამიტომ ალანინის ცვლა უნდა ვაკონტროლოთ და ვარეგულიროთ. იზოლეიცინის—აღდგენის გარეშე , ბავშვს ზრდაში გაზრდა გაუჭირდება. იზოლეიცინის ცვლას უნდა ვაკვირდებოდეთ. გარდა ზრდის კონტროლისა, იზოლეიცინის ცვლის დაკვირვება და მართვა ნიშნავს, ჰემოგლობისნის სინთეზი სულ ნორმაში იქნება ;დიაბეტი არასოდეს დამძიმდება და კანის დაავადებები უფრო ადვილად მორჩება ან საგრძნობლად გაუმჯობესდებიან. .მაგალითად, დერმატიტი, ვიტილიგო, ფსორიაზი. რადგან იზოლეიცინი ამ პროცესების მართვაზეა პასუხისმგებელი. იზოლეიცინის ცვლის დარეგულირების გარეშე ალერგიები ვერ მორჩება და შაკიკი ვერ გაუმჯობესდება. თავბრუხვევის , ტინიტუსის და დეპრესიის პრობლემა პირდაპირ გადაკვანძულია იზოლეიცინზე. ლიზინის ცვლა ბოლომდე მოშლილი აქვს იმას , ვინც ვერ იზრდება ან ნებისმირ ასაკში სავარძელშია და ვერ გადაადგილდება. ლიზინი ძვალს ენერგიას ძლევს. ძვალი და სახსარი კალციუმს და დე ვიტამინს ვერ შეიწოვს ლიზინის ცვლის ნორმის გარეშე. ძვალი და სახსარი კალციუმის და დე ვიტამინის გარეშე რომ იშლ ება, ეს ბავშვმაც იცის დღეს. მოშლილი ლიზინის ცვლის დროს შეიძლება ანალიზმა ცრუ ჰიპერკალციემია აჩვენოს. სახსარი კი იშლებოდეს დაცემული კალციუმის გამო და სისხლდენების მომეტებული შანსი ჰქონდეს ადამიანს. გგონიათ დღეს რომ დე ვიტამინი უამრავს დაცემული აქვს , მარტო ეკოლოგიის მიზეზითაა? იმ ადამიანებს სხვა ამინომჟავების ცვლების მოშლასთან ერთად ლიზინის დიდი დეგრადირება აქვთ. ძვლის და სახსრის აუცილებელი ცილების -კოლაგენის და ელასტინის შემქმნელი ფიზიოლოგიური რეაქციები ლიზინის ნორმის გარეშე არც დაიძვრება. ყველაფერი რომ ტკივა ადამიანებს —–ხან წელი, ხან კუნთი, ხან სახსარი ხან კისერი ხან მუხლი, ეს უპირველესად ლიზინის ცვლის მოშლაა .ლიზინის ცვლის დარეგულირების გარეშე ჭარბი ქოლესტერინი არ გადაირეცხება არტერიებიდან. ვერცერთი ვირუსი ორგანიზმიდან ბოლომდე არ გაიწოვება ,თუ ლიზინის ცვლა დისბალანსურია. რადგან, ლიზინის ნორმული ბალანსის გარეშე ანტისხეულები არ წარმოიქმნებიან. სახსრების ყველა დაავადების დროს ჰისტიდინის ცვლა ბოლომდეა მოშლილი. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა რომ დასჭირდებათ ადამიანებს, სახსრებში უკეთესობის მისაღწევად, მათ ჰ ისტიდინის ცვლა ბოლომდე აქვთ მოშლილი .ჰისტიდინი მთლიანად კურირებს კუჭნაწლავს და ვისაც სახსრების პრობლემა აქვს, ბუნებრივია კუჭ-ნაწლავის დიდი პრობლემებიც ექნება. როცა ადამიანს კუჭ-ნაწლავზე ვმკურნალობ, მედიკამენტები გათვლილი მაქვს ჰისტიდინის ცვლის აღდგენის დაწყებაზე. ამინომჟავის ცვლის აღდგენა მარტივი არ არის. ეს ადამიანის ახალ სიცოცხლეზე გადაწყობაა. იმდენი დაზიანებული რეაქციების ფორმულები უნდა შეიცვალოს. ადრე ვისაუბრე მიოგლობინზე , რომ ეს არის კუნთის და სახსრის ჰემოგლობინი. დარღვეული ჰისტიდინის ცვლის დროს ,როგორც მიოგლობინის ისე ჰემოგლობინის პრობლემა არის. მითუმეტეს ,სხვა ამინომჟავების ცვლაც თუ არის დარღვეული. ჰემოგლობინის ნორმულ სინთეზს რამდენიმე ამინომჟავა კურირებს. ჰემოგლობინის ხელმეორე ვარდნა, რომ ხდება მკურნალობის მიუდევად, ეს ამ ამინოიმჟავების ცვლის დარღვევის გამოა. ართრიტები, დამბლები არ განვითარედება ჰისტიდინის ცვლის მოშლის გარეშე. ბავშვი სიგრძეში ვერ იზრდება ჰისტიდინის ცვლის მოშლის დროს. ბავშვები წონაში ვერ იმატებენ ჰისტიდინის ცვლის მოშლის დროს. არასოდეს არ აღდგება მჟავა -ტუტოვანი წონასწორობა ჰისტიდინის ცვლის აღდგენის გარეშე და ადამიანს ხან წყლული ექნება კუჭის, ხან სიმჟავე ხან რეფლუქსი ხან გასტრიტი ხან დივერტიკულის გამწვავებები ხან ჰემოროი , დიზნაქტერიოზი და სხვა. იმკურნალებს როგორც დანერგილია ხშირად , შაბლონური წამლებით, სიმჟავის ეწ პრეპარატებით და ვერასოდეს ვერ მორჩება ბოლომდე. ამინომჟავებს ახლა მხოლოდ, სახსრის და ძვლის ჭრილში ვახასიათებ. ბუნებრივია ეს არ არის მათი ამომწურავი დახასიათება. მათი გაფიკული ფორმულის მდგრადობაზე და მათი შიგა ფიზიოლოგიური რეაქციების სწორად მიმდინარეობაზეა მთლიანად დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა. ართრიტის დროს დიკლოფენაკის ჯგუფი რომ დაინიშნება, სხვადსხვა სახელწოდებებით და ჰისტიდინის ცვლა არ გაკონტროლდება , რა თქმა უნდა ,მივა ადამიანი სახსრის გადაგვარებამდე . ჰისტიდინი ყველაზე მეტი მიელინის გარსშია, რომლის დაშლით იწყება ალცჰაიმერი. ჰისტიდინის ცვლა თუ ნორმულად მიმდინარეობს, ნერვული უჯრედები დაშლისგან , სკლეროზისგან და ალცჰაიმერისგანაც დაცულია . იმიტომ, რომ ჰისტიდინის ნორმული ცვლა არ აჩერებს მძიმე მეტალების ჩაწოლას ორგანიზმში და ასევე, იცავს ადამიანს რადიაციისგან. ის სკლეროზის მტერია. სკლეროზი კი ყველაზე მძაფრად ძვალსა და სახსარეში მიდის ,როცა მისი ცვლა მოშლილია. ტვინის სკლეროზი უფრო ადვილი შესაჩერებელია, ვიდრე ძვლის და ხრტილის სკლეროზი. ძვლის და ხრტილის სლეროზი უფრო რთულად მიდის. ძვლის და ხრტილის მკვიდრი პოლისაქარიდების ცვლა და შემადგენლობა, რაზეც დღეს გავამახვილე ყურადღება, თუ ბალანსირებულია , არც ტვინის სკლეროზი იქნება არც ძვლის. ნებისმიერი ორგანოს უჯრედის სკლეროზული გადაგვარებისგან დაცვაზე ,ისინი, მარტო ძვალში კი არ მუშაობენ. არამედ ყველგან ყველა ორგანოში. ნებიმიერი ორგანოს მძიმე დაავადება ეს იგივეა, რაც ამ ორგანოს უჯრედების სკლეროზი. თრეონინის ცვლის მოშლა ბავშვის ზრდას აფერხებს. ვიმეორებ, მხოლოდ ძვლის ჭრილში ვახასიათებ მის მკვებავ ამინომჟავებს .რადგან, მათ ბევრად მეტი ფუნქციები აქვთ. ადამიანის სიცოცხლე პირდაპიროპორციულია ამინომჟავების შემადგენლობის ბალანსის. თრეონინი იქმნება ღვიძლსა და პანკრეასში. თრეონინი სახსრის და ძვლის გამადრეკადებელი ცილების —–კოლაგენის და ელასტინის მთავარი ნაწილია. თრეონინის ცვლის დარღვევის დროს ავადდება—ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, სახსრები. ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება ხდება ;ქოლესტერინის ზეჭარბი რაოდენობა ლაგდება არტერიებზე და სისხლძარღვებზე; ზიანდება სახსრები; ადვილად ტყდება ძვლები. თრეონინის სამუშაო ტროპიზმი არჩევითად ღვიძლზე და სახსრებზე, კიდევ მიანიშნებს იმას, რომ სახსარი ღვიძლის დაზიანების გარეშე არ დაზიანდება. საჭმლის შეწოვას და მონელებას მთლიანად აკონტროლებს თრეონინი .ასევე იმას ,ღვიძლი რომ არ გაცხიმოვნდეს . მისი ცვლის მოწესრიგება გარანტია იმის,, რომ გაცხიმოვნებულ ღვიძლში ციროზი არ განვითარდეს . ვალინი—- სახსრის და ძვლის მყესების და იოგების მთავარი მამოძრავებელია. .ამიტომ არის ვალინი –არტერიების, სიხლძარღვების , კაპილარების,დრეკადობის გარანტი. მისი მცდელობითაა უფრო ელასტიური— არტერიაც , სისძლძარღვიც და სახსარიც. სწორედ ვალინი შეიცავს ბოჭკოვან ცილას—-ელასტინს. ელასტინის გარეშე სახსარი და ძვალი იშლება .ხოლო სისხლძარღვი და არტერია დეფორმირდება ელასტინის გარეშე. .აქედან იწყება ადამიანების ყველა დიდი სამედიცინო პრობლემა. ცილა ელასტინი—გლიცინით, ალანინით და ვალინითაა შემდგარი. ვალინის და კიდევ სხვა კომპონენტების ცვლა რომ გამოსწორებულიყო—არც ინსულტი იქნებოდა , არც სტენტირების საჭიროება, არც ინფარქტით სიკვდილი, არც ანევრიზმა მოკლავდა ადამიანს და არც ნაწლავის პერფორაცია . მითუმეტეს, უეცარი სიკვდილით არ მოკვდებოდა. არტერიები, სისხლძარღვები ,კაპილარები დრეკადი იქნებოდა. მექანიზმებზე რომ იყოს მეტი აქცენტირება, ამდენი დაავადებული ადამიანი და ასე ჭარბი სიკვდილობა არ იქნებოდა. ასევე , ვალინი და თიროზიმნი იგივე კომპონენტებს შეიცავენ, რასაც აბრეშუმის ჭიისგან მიღებული ძაფი. ელასტინის გარეშე— სახსრის, ძვლის, გულის კუნთის, ფილტვის ქსოვილის , არტერიების , სისხლძარღვების ელასტოვობა ქვეითდება ; ფორმა დეგრადირდება, სისხლძარღვები ამიტომ ვიწროვდება; ქოლესტერინი და თრომბული შლაკები ასეთში უფრო ლაგდება. ადამიანის ყველა ჩივილი და ტანჯვა არტერიების და სისხლძარღვების შევიწროებიდან და ელასტივობის დაქვეითებიდან მოდის. ამის შედეგია წნევა, გულის პრობლემები, შაკიკი, თრომბი, თავბრუხვევა, ტინიტუსი და სხვა. რაც მთავარია, აქედან იწყება ძვლის ზრდის შეჩერება და სახსრების გადაგვარება. ფილტვების , სისხლძარღვების, არტერიების, ვენების, სახსრების ძვლების დაშლა ,აქედან გამომდინარე უამრავი პათოლოგიები, კიბოს ჩათვლით, პირდაპირაა დამოკიდებული ძვალ-სახრის მთავარი მკვიდრების– ელასტინის და დესმოსინის ნორმულ არსებობაზე. ასევე სარეგულირებელია პროლინის ცვლა, როგორც ძვლის და სახსრის მნიშვნელოვანი ამინომჟავის. როცა ჭარბ ქოლესტერინს ვმკურნალობ ან სისხლძარღვის ან სახსრის ან ფილტვის ან ტვინის პრობლემას, ვცდილობ, ცილა ელასტინი ხელში მყავდეს დაჭერილი სამიზნეზე . რადგან ,მასშია გლიცინი, ალანინი, ვალინი . უპირველესად მათ ცვლას ვაკვირდები. არ შეიძლება თუნდაც 26წლის ასაკში ,პაციენტს ვუთხრათ რახან აღარ გაიზრდება ძვლებს აღარაფერი ეშველებაო. დარღვეული მეტაბოლიზმი უნდა გაჯანსაღდეს, რომ ადამიანმა ბევრად მეტი იცოცხლოს. ხან ჯანდაცვა მიცვალებულის კუბოს ადევნებულ ჭირისუფალს ჰგავს, რომელსაც არფერი აღარ ენანება მკვდრის პატივისცემისთვის, მაგრამ ყველაფერი გვიანაა. რასაც სახსრის და ძვლის სისტემა საფუძველში შეიცავს, იმის გაფრთხილება, დაცვა და პროფილაქტიკა, რომ იყოს დანერგილი, პირველადი ჯანდაცვის მუშაობა მართლაც პროფილაქტიკური რომ იყოს და არა კუდის მიწებებაზე , გარღვეულის შეწებებეაზე და ჩივილების მიჩქმალვაზე არ იყოს ორიენტირებული —აღარ იქნებოდა არც უეცარი სიკვდილები; არც ამდენი სტენტირების საჭიროება და არ ც გულით სიკვდილის მოჭარბებული შანსი ; არც ინსულტები და არც ბევრი -სიცოცხლის შემზღუდავი და მტანჯველი პრობლემები. იგივე ნივთიერებები, რასაც სახსრის ხრტილი და ძვალი შეიცავს, ასევე სასიცოცხლო და სამშენებლო საფუძველია——გულის, ფილტვის, თირკმლის, არტერიების, სისხლძარღვების და საერთოდ, ადამიანის ყველა სასიცოცხლო დეტალის. თუ არტერიის, სისხლძრაღვის , კუნთური ქსოვილის უჯრედი არ დაზიანდა და ამ——სახსრის მკვიდრი ნივთიერებებიდან არ გამოიფიტა, ისე არ ჩაწვება მათში არც შლაკი, არც ქოლესტერინი არც თრომბული მასა და არც იქნება ავადობა და სიკვდილი. ამიტომ, ამ შემადგენლობების სასიცოცხლო პროფილაქტიკა, მარტო სახსრის დაავადებების მომრჩენი კი არა ,ასევე სასიცოცხლოა ყველა ორგანოთა სისტემისთვის. ამისთვის, საჭიროა ექიმთა მასიური და არა ერთეული პროფესიონალიზმი და ჯანდაცვის სამკურნალო სექტორის ისეთი მართვა, რაც რეალურად სიცოცლიხ მომტანი იქნება ადამიანებისთვის. გაწუხებს სახსარი? მუხლები? ხერხემალი? კისრის მალები>?წელი?თითქოს არაფერი, მაგრამ——– ნულამდეა იმუნიტეტი. ყველა ვარიანტში იქნება სხვა დაავადებებიც. ნებისმირი სახსრის პრობლემა სიგნალია, რომ გამოფიტულია გული, ტვინი, ფილტვი , სისხლძარღვები და ყველა ორგანო.ეს სასიცოცხლო ნივთიერებები ყველა ორგანოშია, მაგრამ სახსარი მათი მთავარი საბუდარია. სახსრის ტკივილი ბევრი სხვა ორგანული დარღვევის მაცნეა. ამიტომ, დანაწევრებული მიდგომები ამ დროს არ გამოგვადგება. უჯრედული დონიდანაა საჭირო მკურნალობის დაწყება და აღდგენები. მეტაბოლიზმის პრობლემა ყოველთვის იყო სამყაროში. მაგრამ, ასე სასიკვდილო ვარიანტში——-არა. დღეს ყველა პათოლოგიის დამძიმება მეტაბოლიზმის ფონის გონივრულად არმიდგომის გამო ხდება. მეტაბოლიზმის რღვევის შედეგია, დღეს ასე მომრავლებული -სიმსუქნე, ინფარქტი, ინსულტი, ქოლესტერინის სიჭარბე ,თვალის კატარაქტები და გლაუკომები. არ დაგემართება გლაუკომა თუ ღვიძლის გაცხიმოვნება სწორადაა მართული ექიმისგან და მეტაბოლიზმის ფონი კონტროლდება. მხედველობა არ დაქვეითდება, თუ ღვიძლის ყველა ფუნქცია გამართულად მუშაობს. რა შეაჩერებს მხედველობის დაზიანებას, თუ ქოლესტერინის სიჭარბის სწორი მკურნალობა არ მიმდინარეობს ,თავისი დარღვეული 27 ფრაქციის აღდგენით. მეტაბოლიზმის მძიმე შედეგებს ვერ შეაჩერებ , თუ არ შეაჩერებ სახსრის და ხრტილის მკვიდრი ნივთიერებების დაზიანებას და რღვევას, რომლებიც მთავარი საყრდენებია, არა მარტო ძვლის და კუნთის, არამედ არტერიების, სისხლძარღვების და საერთოდ ყველა უჯრედის.
მარინა ტოტოჩავა