2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5,252 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.4 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1,587 მლრდ აშშ დოლარი იყო (32.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3,665 მლრდ აშშ დოლარი (33.7 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-აპრილში 2,077 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტი შეადგინა.