ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი, თათია ნიკოლაშვილი იმის გამო სცნო დამნაშავედ, რომ მას აღმოაჩნდა სურვილი შორიდან ედევნებინა თვალი პრემიერ მინისტრის ოზურგეთელებთან შეხვედრისათვის.
განაჩენი სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.
მართალია სასამართლომ ნიკოლაშვილს არც პატიმრობა შუფარდა და არც 2 ათას ლარიანი ჯარიმა, მაგრამ ის ბრალეულად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
არადა სხდომაზე მბრალდებელი და მოწმედ გამოძახებული პოლიციელებიც ერთხმად ადასტურებდნენ, რომ ნიკოლაშვილი პრემიერის მოსვლამდე დააკავეს და პოლიციის შენობაში გადაიყვანეს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ შესაძლოა პრემიერთან დაგეგმილ შეხვედრისას ახლომახლო მდგომს “რაღაცნაირი სურვილი გასჩენოდა”.
ანუ ამ ქვეყანაში მივედით იმ სიტუაციამდე, რომ “წყალსაც წაუღია გამოხატვის თავისუფლება” კი არა, თუ სურვილი გაგიჩნდა “გამოხატვის თავისუფლების” ან კიდევ გაიფიქრეთ რაიმე-ამისთვისაც შესაძლოა დაგაპატიმრონ ან დაგსაჯონ.
მაგალითად ზიხართ ტელევიზორთან და ვიღაც “მავანი” დავუშვათ “ბატონი ბიძინა” გამოჩნდა რომლის დანახვაზეც თქვენ “რაღაცა” “გაიფიქრეთ”.
პოლიციას შეუძლია მოვიდეს და ტელევიზორთან მჯდარი დაგაპატიმროს.
“გასაოცარი დემოკრატია”