სკოლის ბუღალტერმა ბიუჯეტის ფული მიითვისა და აზარტულ თამაშებზე ჩარიცხა

სკოლის ბიუჯეტის ფული აზარტულ თამაშებში – სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

პროკურატურა ნინო ჯანგველაძისთვის პატიმრობას ითხოვს. ახალგაზრდა ბუღალტერს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მეგონა, დაახლოებით 85 ათასი უნდა ყოფილიყო ანგარიშზე და დამხვდა 5 ათასი. მივიყვანე ზემდგომ ორგანოში და დაიწყო გამოძიება”, – ამბობს სკოლის დირექტორი “ტვ პირველთან”.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share