საქართველოს მთავრობა მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფს სრულად დაასუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
„საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია სრულად დაასუბრისირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.