დასავლური სანქციები და ბაზრის ჩამოშლა, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვა, ბევრი არაპროგნოზირებადი ფაქტის საწყისი გახდა. მაგალითად, რუსი მილიარდერების რიცხვი 123-დან 88 ადამიანამდე შემცირდა. მათი ქონების ჯამური მდგომარეობა კი 606 მილიარდი დოლარიდან 353 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა.
„ფორბსი“ იმ მილიარდერების შესახებ წერს, რომლებიც ბოლო 1 წლის განმავლობაში „გაღარიბდნენ“:
ალექსეი მორდაშოვი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $15,9 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $13,2 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $29,1 მლრდ.
თანამდებობა: “Severstal”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ვაგიტ ალეკპეროვი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $14,4 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $10,5 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $24,9 მლრდ.
თანამდებობა: “ლუკოილის” პრეზიდენტი
სულეიმან ქერიმოვი და ოჯახი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $11,4 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $4,4 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $15,8 მლრდ.
თანამდებობა: ფედერაციის საბჭოს წევრი
ტატიანა ბაკალჩუკი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $10,9 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $2,1 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $13 მლრდ.
თანამდებობა: Wildberries-ის გენერალური დირექტორი
ლეონიდ მიხელსონი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $10,9 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $14 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $24,9 მლრდ.
თანამდებობა: „Novatek”-ის სხდომის თავმჯდომარე
გენადი ტიმჩენკო
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $10,7 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $11,3 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $22 მლრდ.
თანამდებობა: კონტინენტთაშორისი ჰოკეის ლიგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
ვლადიმირ პოტანინი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $9,7 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $17,3 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $27 მლრდ.
თანამდებობა: ჰოლდინგ „ინტერროსის“ პრეზიდენტი, „ნორილსკი ნიკელის“ პრეზიდენტი
დენის სვერდლოვი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $9,2 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $1,4 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $10,6 მლრდ.
თანამდებობა: „Arrival”-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი
ვლადიმირ ლისინი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $7,8 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $18,4 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $26,2 მლრდ.
თანამდებობა: „Novolipetsk Steel”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე
რომან აბრამოვიჩი
ცვლილება ერთ წელიწადში: მინუს $7,6 მლრდ.
2022 წლის მდგომარეობა: $6,9 მლრდ.
2021 წლის მდგომარეობა: $14,5 მლრდ.
თანამდებობა: საინვესტიციო კომპანია„Millhouse”-ის ძირითადი მფლობელი.
წყარო: Forbes