ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა მარინა ჯაფარიძემ რამდენიმე დღის წინ იუბილე იზეიმა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ირკვევა, რომ ჯაფარიძემ დაბადების დღის გადახდა რომანტიულ გარემოში გადაწყვიტა: „ესეც ჩემი პანდემიურ-კორონულ-იზოლაციური BD. p.s.ცხოვრებაში ერთხელ ხომ უნდა გქონდეს იზოლაციურ – დისტანციური დაბადების დღე! ჰოდა, აია მაი!“, _ ასეთი ტექსტით გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები ჯაფარიძემ. ფოტო-ვიდეო მასალაში ჩანს, რომ მეუღლესთან ერთად ზღვაზე განმარტოებით წასულმა ჯაფარიძემ თევზი შეწვა, სავარაუდოდ სახლიდან წაღებული ქათამიც დააგემოვნა და კარგადაც გაერთო. ახლა, ვიღაც იკითხავს მერე რა მოხდა და თქვენ ვინ გეკითხებათო _ არც არაფერი მომხდარა და არც არაფერი დაშავებულა. უბრალოდ, ჯაფარიძეს იმის აღნიშნვნა დაავიწყდა, რომ ზღვის ნაპირზე, რომანტიულ გარემოში დაბადების დღის აღნიშვნის ინსპირაცია ბერას და ნანუკას ინსტაგრამიდან წამოვიდა. ვიღაცამ ვიღაცას რომ მიბაძოს არც ესაა დანაშაული, მაგრამ თუ პირველწყაროს არ დავივიწყებთ, ეს უკეთესი იქნება…. ჩვენს ქვეყანაში ხომ პირველწყაროს დასახელება არავის უყვარს… ჩვენ კი მასე არ ვფიქრობთ და ამიტომაც ავღნიშნეთ ეს ამბავი… სხვა არაფერი… ვულოცავთ მარინა ჯაფარიძეს იუბილეს და მომდევნო დაბადების დღის აღნიშნას მალდივებზე ვუსურვებთ.