ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ტყუილში ამხელს და ამბობს, რომ ქართული ოპოზიცია ბრიუსელში ითხოვს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
“დღეს მოვისმინე, თითქოს ოპოზიცია აცხადებს ბრიუსელში, რომ საქართველომ არ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს ტყუილია. მე პირადად შევხვდი რამდენიმე ოპოზიციონერს და საქართველოს წარმომადგენლებს ქართული ოცნებიდან და ყველა ძალიან მოწადინებული იყო, ყველა გვეუბნებოდა, რომ საქართველომ რეალურად უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს მნიშვნელოვანია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შეიძლება ევროპულმა საბჭომ სხვა პოზიცია დააფიქსიროს”,– ამბობს გრეგოროვა ფორმულას ეთერში.
დღეს ბრიფინგზე ირაკლი კობახიძე მთქვა, რომ “ოპოზიცია აწარმოებს აგიტაციას EU-ში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ”.