მიმდინარე წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, “უეფამ” წარადგინა ბურთი, რომელსაც ინგლისურ და რუსულ ენებზე აწერია – მშვიდობა.
ფინალში ამ ბურთით ესპანურ-ინგლისური საფეხბურთო კლუბები, მადრიდის რეალი და ლივერპული ითამაშებენ.
დაპირისპირებას პარიზი 28 მაისს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთები აუქციონზე გაიყიდება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადაეცემა იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც იძულებით დატოვეს სახლიდან.