ზეთი კიდევ დაახლოებით 10%-ით გაძვირდება

ზეთის მწარმოებელი კომპანია “ქართული კალათა” ვარაუდობს, რომ ზეთზე ფასის მორიგი ზრდა შემოდგომაზეა მოსალოდნელი. მიზეზი ევროპიდან იმპორტირებული ტარას გაძვირებაა.

“პანდემიის პერიოდში ტარა ევროპიდან 15-20%-ით გაძვირდა. ახლა მაღალი ინფლაციაა და ტარის გაძვირებას 10-15%_ით კიდევ ველოდებით. შესაბამისად, “ქართული კალათას” მიერ წარმოებული ზეთის გაძვირებას შემოდგომაზე დაახლოებით 10%_ით ვვარაუდობთ,” – აცხადებს “ქართული კალათას” თანადამფუძნებელი ვაკო ელისაბედაშვილი.

საფასო პოლიტიკასთან ერთად კომპანიისთვის გამოწვევაა პროდუქციის რეალიზაციაც.

“ტურიზმში არსებული პრობლემები ჩვენზეც უარყოფითად აისახება. 2022 წლის მარტი-აპრილის მონაცემებით გაყიდვები საკმაოდ შემცირებული იყო. შედარებით უკეთესობა მაისში იგრძნობა. იმედი გვაქვს, რომ ტურიზმის აღდგენის პარალელურად, რეალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენც უკეთესი შედეგები გვექნება” – აღნიშნა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share