მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივა-მედში” დედამ მოინახულა. გიული ალასანია აცხადებს, რომ ყოველდღიურად უყურებს მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას.
იგივე სისუსტე, იგივე საკვების მიუღებლობა. იგივე გრძელდება. აქ არავის მიმართ პრეტენზია არ მაქვს, რადგან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, როგორც ჩანს.
მოვდივარ და ვუყურებ ამ დაანონსებულ სიკვდილს ჩემი შვილისა. სისტემატურად ამას ვუყურებ. ეს ხდება ასე და გრძელდება.
კონსილიუმის შესვლასთან დაკავშირებით, იმედი აქვს, რომ ხვალ მაინც შემოვლენ – აცხადებს გიული ალასანია.