ამ წუთებში ქეიფია ოზურგეთის დასუფთავების სამსახურში.
კერძოდ ქეიფი სამუშაო საათებისას, აღნიშნული სამსახურის გამწვანების განყოფილების ოთახში, შენობის მეორე სართულზე მიმდინარეობს.
როგორც კონფიდენციალური წყარო გვიყვება ერთმანეთს ჭამა-სმაში საკრებულოს დეპუტატი პაატა კიღურაძე და სამსახურის მაღალჩინოსნები=თემურ ქინქლაძე და ირაკლი გაბედავა ეჯიბრებიან.
ჩვენ პაატა კიღურაძეს ტელეფონით დავუკავშირდით, ის დაინტერესდა სად ვიმყოფებოდით და საიდან ვიცოდით, როცა ვუთხარით რომ ჩვენც მეორე სართულზე ვიყავით, გვთხოვა დავლოდებოდით ახლავე გამოვიდოდა, თუმცა როცა დარწმუნდა რომ იქ არ ვიყავით, შემდეგ მისი დასუფთავების სამსახურში ყოფნა უარყო…თუმცა…
სურათი არ არის კავშირში ინფორმაციასთან