ევროპის სახალხო პარტიის 27-ე ყრილობა დრეს როტერდამში გაიმართა. დარბაზში იდგა ცარიელი სკამი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის იყო განკუთვნილი. სიმბოლური ჟესტით ევროპელმა პოლიტიკოსებმა საქართველოს მთავრობას უთხრეს, რომ მესამე პრეზიდენტის ადგილი არა ციხეში, არამედ მათთანაა.
ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან რაინდი დუმბაძე:
”ცარიელი სკამი უფრო მეტს საუბრობს ვიდრე ყველა ერთად აღებული რუსეთუმე პოლიტიკოსების სავსე სკამები!!!” – წერს დუმბაძე.