თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.
ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.