ილია ელოშვილის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი სახლში მარტო იმყოფებოდა

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. ცხედარი ექსპერტიზაზე ჯერჯერობით არ გადაუსვენებიათ.

ახლობლების ინფორმაციით, ელოშვილი სახლში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share