საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება. დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვივა მედში” გასვლითი სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე საათში გადაწყვეტილება შეიცვალა.
ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სასამართლოსთვის გასვლითი სხდომის გამართვაზე შუამდგომლობით არცერთ მხარეს არ მიუმართავს.
“გუშინ დაცვის მხარეს აცნობეს, რომ პროცესი ჩატარდებოდა კლინიკაში, “ვივა მედში”, დაცვის მხარის მიერ მითითებულ იქნა, რომ ეს არის საპროცესო კოდექსის დარღვევა, პირდაპირი დარღვევა, იმიტომ, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს სხდომას და მხარის შუამდგომლობას. დღემდე გადაწყვეტილება იყო უცვლელი, დღეს შუადღისას შეგვატყობინეს, რომ გადაწყვეტილება შეიცვალა და სხოდმა ჩატარდება სასამართლო დარბაზში”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ ნახავენ რა დოკუმენტაციაა გადმოგზავნილი და თუ მითითებულიყო არ იქნება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია, დააყენებენ შუამდგომლობას, რომ გასვლითი სხდომა ჩატარდეს.