პრეზიდენტი ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხობს, რომ “პასუხი გაცემულია” და რომ რეზოლუციით მას არავინ არაფერს მოუწოდებს:
“პასუხი გაცემულია ამ საკითხზე. არ არის საჭირო, რომ გავიმეორო. მე არავინ მომიწოდებს რეზოლუციით. პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავის შეუძლია მოუწოდოს. რაც უფრო მეტი მოწოდება და ზეწოლაა, ეს არ უწყობს ხელს, რომ პრეზიდენტმა გამოიყენოს… გადაწყვეტილებები, რაც ხვალ იქნება მიღებული იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა გავაკეთეთ ბოლო ერთ წელს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე.