ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა

ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი არა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა.

“შეთანხმება. ევროპულმა საბჭომ ახლახანს გადაწყვიტა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისა და მოლდოვისთვის. ისტორიული მომენტი. დღევანდელი დღით აღინიშნება აუუცილებელი ნაბიჯი ევროკავშირისკენ თქვენს გზაზე. ვულოცავთ ვოლოდიმირ ზელენსკის და მაია სანდუს და უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთად ყოფნაშია.” – წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.

ევროპულ საბჭოში აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებას მას შემდეგ შეძლებს, რაც ევროკომისიის რეზოლუციაში გაწერილ პირობებს შეასრულებს.

დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა – ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share