უპატრონო ძაღლებმა ურეკის ზღვაში დამსვენებელი დაკბინა

“დღეს დილით, უპატრონო ძაღლი ზღვაში მყოფ არასრულწლოვანს დაესხა თავს და დაკბინა”

ამის შესახებ “გურიის მოამბეს” ურეკიდან აცნობეს.

ადგილობრივების განცხადებით, ეს დაახლოებით მეათე შემთხვევაა ბოლო დღეების განმავლობაში, როცა მაწანწალა ძაღლები დამსვენებლებს ზღვაში თავს ესხმიან.

“ვის არ მივმართეთ, მაგრამ არაფერი შედეგი არ არის, ბოლო დროს განსაკუთრებით მომრავლებული უპატრონო ძაღლები სერიოზულ პრობლემებს ქმნიან და კომპეტენტურმა ორგანოებმა რაიმე თუ არ მოიმოქმედეს შესაძლოა სეზონი ჩავარდეს”

გვატყობინებენ კურორტ ურეკიდან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share