გინესის რეკორდსმენი ოთახი, რომელიც თავისი სიჩუმით 99.99% ხმებს შთანთქავს და დედამიწაზე “ყველაზე ჩუმი ადგილის” სტატუსს ატარებს, მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ მინეაპოლისში.
თუმცა, მსგავს სიჩუმეს თავისი უარყოფითი მხარე აქვს – მასში გაჩერება მაქსიმუმ 45 წუთია შესაძლებელი (ისიც რეკორდია, ნორმას 30 წუთი შეადგენს), რის შემდგომაც ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება, უფრო მეტიც, ადამიანს შესაძლოა ფსიქოზიც განუვითარდეს.
ოთახი გამოიყენება ტექნიკის გამოსაცდელად და ასტრონავტების მოსამზადებლად.
ავტორი: ირაკლი სალუქვაძე